ზაფხულის არდადეგები გვიახლოვდება და ბავშვებისთვის სკოლისა თუ სხვადასხვა დამატებითი წრისგან დასვენების დრო დგება. ამ პერიოდში კი ლიტერატურასთან ერთად შესაძლოა საინტერესო თავგადასავალი მოიწყონ და ზაფხულის ცხელი დღეები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ. პერიოდულად შემოგთავაზებთ რჩევებს ქართველი საბავშვო მწერლებისგან, თუ რა წაიკითხონ მოზარდებმა არდადეგებზე.
თამარ გეგეშიძე თანამედროვე მწერალია. მისი საყმაწვილო რომანები "სული-ჩიტი" და "საშლელები" ძალიან ბევრი მოზარდის საყვარელი წიგნებია. ახლახან კი თამარის მესამე წიგნის "ჩუმად უნდა იჯდე" პრეზენტაცია გაიმართა. მას ვთხოვეთ, ერჩია ჩვენი პატარა მკითხველებისთვის, რომელ წიგნებსა და ავტორებს გაეცნონ არდადეგების პერიოდში. თამარ გეგეშიძის სია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგრიისთვის ასე გამოიყურება:
8-10 წელი
ასტრიდ ლინდგრენი - "მაწანწალა რასმუსი"
იოჰანა შპირი - "ჰაიდი"
მარია ფარი - "ტუვა გლიმერდალიდან"
იუნგინ თონი - "ულისი"
როალდ დალი - "დიკეგო"
მარიანე კაურინი - "ჩვენი სამხრეთი"
მორის დრიუონი - "მწვანეთითება ტისტუ"
გურამ პეტრიაშვილი - "ელისა და რარუს თავგადასავალი"
არჩილ სულაკაური - "სალამურას თავგადასავალი"
ზაირა არსენიშვილი - "მოკლე კატოს თავგადასავალი"
ჯემალ ქირია - "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი"
11-12 წელი
ასტრიდ ლინდგრენი - "დეტექტივი კალე ბლუმკვისტი"
ელეონორ პორტერი - "პოლიანა"
ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი - "საიდუმლო ბაღი"
იანუშ კორჩაკი - "მეფე მათიუშ პირველი"
ანა გავალდა - "35 კილო იმედი"
არნე სვინგენი - "ბალადა გატეხილ ცხვირზე"
ქეთრინ პატერსონი - "ხიდი ტერაბითიაში"
ქარლი სოროსიაკი - "მე, კოსმო"
რევაზ ინანიშვილის მოთხრობები
თეა თოფურია - "უჩინარი სახლი"
ტორესა მოსი - "ორდროშობანა"
ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია
13-დან ზევით წელი
ჯინ ვებსტერი - "გრძელფეხება მამილო"
ჯონ ბოინი - "ბიჭი ზოლიან პიჟამაში"
ანე ფრანკი - "ანე ფრანკის დღიური"
ჩარლზ დიკენსი - "დევიდ კოპერფილდი"
მარკ ტვენი - "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი", "ინგლისის საყმაწვილო ისტორია"
შარლოტა ბრონტე - "ჯეინ ეარი"
ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში"
ჯეკ ლონდონის მოთხრობები
ნოდარ დუმბაძე - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
ნატო დავითაშვილი- "ამბავი ლილე იროელისა"გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები
Mshoblebi.ge სხვადასხვა მწერლის რჩევას საზაფხულო არდადეგებებისთვის კიდევ წარმოგიდგენთ.
თამარ იაკობაშვილი
"მოზარდებისათვის რომანების წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც მასწავლებელი გავხდი..." - თამარ გეგეშიძე მწერლისა და მასწავლებლის ამპლუაში