15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი მთავრდება და საზაფხულო არდადეგები იწყება. ეს პერიოდი კი შემეცნებისა და დროის სახალისოდ გატარებისთვის ძალიან კარგია. ჩვენს პატარა მკითხველებს უკვე შევთავაზეთ საყმაწვილო რომანების ავტორის, თამარ გეგეშიძის
რჩევები, რა შეიძლება წაიკითხონ არდადეგებზე. ახლა
თამრი ფხაკაძის, ქართველი მწერლისა და არაერთი პოპულარული წიგნის ავტორის, რჩევებს გთავაზობთ. ახლახან თამრი ფხაკაძის "ბებე - მაწანწალების უფლისწული" გამოვიდა, რომელიც ბავშვებს საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება. მისი სია კი ჩვენი მკითხველისთვის ასეთია:
- ბურატინოს თავგადასავალი
- პინოქიოს თავგადასავალი
- მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
- ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები
- შარლ პეროს ზღაპრები
- ძმები გრიმების ზღაპრები
- სალამურას თავგადასავალი
- პეპი გრძელიწინდა
- კარლსონი
- ყაჩაღის ასული რონია
- ყველაფერი ყირამალა
- ნილსის მოგზაურობა გარეულ ბატებთან ერთად
- ალისა საოცრებათა ქვეყანაში
- ტომ სოიერის თავგადასავალი
- ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
- ჟიულ ვერნისა და არტურ კონან დოილის ნაწარმოებები
- რობინზონ კრუზოს თავგადასავალი
- დაკარგული ქვეყანა
- ნინო ნაკაშიძე - უღუ და თეთ
- თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორები
თამარ იაკობაშვილი
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე - სია თამარ გეგეშიძისგან
"არ წაიკითხოთ წიგნები, თუ..." - გიორგი კეკელიძის რჩევა ზაფხულში წასაკითხ წიგნებზე