რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე?
- პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.
- წყალი პლასტმასის ბოთლით;
- საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე.წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);
- პირბადე.
- გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.
- დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
წინა წელს კორონავირუსის გავრცელების გამო, სხვადასხვა რეგულაცია იყო
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. კონკრეტულად კი მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, მეტრო "ახმეტელიდან" გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე, მეტრო "ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე და მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
აღსანიშნავია, რომ საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გახსნილ საგამოცდო ცენტრების მისამართებს, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
2022 წლის გამოცდებისთვის 41 ათას აბიტურიენტზე მეტია დარეგისტრირებული. გამოცდების დეტალური განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი