"მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ჩვენი მეცადინეობით ვერ ჩავაბარებდით... მაგრამ წარმატებით ჩავაბარეთ" - აბიტურიენტის ემოციური პოსტი
"მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ჩვენი მეცადინეობით ვერ ჩავაბარებდით... მაგრამ წარმატებით ჩავაბარეთ" - აბიტურიენტის ემოციური პოსტი
აბიტურიენტი გიორგი ზენაიშვილი პოსტს აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები რეპეტიტორის გარეშე მან და მისმა მეგობარმა, როგორ მეცადინეობდნენ ერთად და როგორ აძლევდნენ ერთმანეთს იმედს  მაშინ, როცა მშობლები ეუბნებოდნენ, მარტო თქვენი მეცადინეობით არაფერი გამოგივათო.

"დავიწყოთ აქედან: როცა ლიზი გავიცანი, იმ დროს ფეხბურთით ვიყავი გატაცებული და უნივერსიტეტში ჩაბარებას არც ვაპირებდი.
ყველაფერი 2021 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც კოვიდი მძვინვარებდა და ფეხბურთიც დახურული იყო (დროებით).
არ ვიცოდი, რა მეკეთებინა და ლიზისთან ერთად მეცადინეობა გადავწყვიტე. არასერიოზულად მივუდექი მეცადინეობას. ლიზი ბოლომდე და ამომწურავად მიკითხავდა
გაკვეთილს; ბოლოს კი გაბრაზდა და
მისი სიტყვების შემდეგ გონება გამინათდა... 
დავიწყეთ მეცადინეობა და როცა სკოლაში რაიმე შეკითხვაზე ვცემდი პასუხს, ძალიან მიხაროდა. აღმოვაჩინე, რომ კარგადაც შემძლებია და მყვარებია ლიტერატურა და ბევრი სხვა რამ (სხვათა შორის, მცენარეებიც იმ დროიდან შემიყვარდა და ასეც გრძელდება).
მე-12 კლასიდან მოყოლებული ვმეცადინეობდით ჩვენით, არანაირი ღამის თენებით ან მუდმივად წიგნის ჭერით, მეტსაც გეტყვით, აბიტურიენტობის პერიოდში ყველაზე ტკბილად მეძინა.
მშობლებისგან იყო მომენტები, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ჩვენი მეცადინეობით ვერ ჩავაბარებდით.

გამოცდებამდე ერთმანეთს ვამხნევებდით და გამოცდის დასრულებამდე ერთმანეთს გარეთ ველოდებოდით, ეგ ცალკე ზღვა ემოციები იყო. საბოლოოდ კი წარმატებულად ჩავაბარეთ და ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადავედით.
ყველაფერი ძალიან მარტივია, თუკი თავად არ გავართულებთ და მშვიდად მოვეკიდებით ნებისმიერ საქმეს", - წერს გიორგი ზენაიშვილი.
7478
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
რუსუდანი
0
ყოჩაღები ხართ ბავშვებო, ეჭვიც არასოდეს შემპარვია, ვინც ინდომებს და სწავლობს, შედეგებსაც აღწევს, მომზადების გარეშე ვერ ჩაბარების მითი რეპეტიტორების მოგონილია. წარმატებებს გისურვებთ! წარუმატებლობის და წარმატების მიზეზებს ჭკვიანი პირველ რიგში თავის თავში ეძებს!
10:34 / 08-08-2022
ნინო
1
რა ცუდი მიდგომაა და რა ხშირად მესმის, რა ზრი აქვს მაინც ვერ ჩააბარებ, ჩააბარებ და თუ არავინ გყავს მაინც ვერ იშოვი სამსახურს, ბევრ ახალგაზრდას სჯერა და არაფერს აკეთებს. არადა სულ არაა ასე, არც ვემზადებოდი არც ნაცნობები მყოლია სადმე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემით რაც გავაკეთე, ახალგაზდებო მიბაძეთ ამათ!
12:39 / 07-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები