რა სახით განახლდება სექტემბრიდან სწავლა სკოლებში - სამინისტროს პასუხი მშობლებს
რა სახით განახლდება სექტემბრიდან სწავლა სკოლებში - სამინისტროს პასუხი მშობლებს
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან უნდა განახლდეს და რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მშობლებს აწუხებთ შეკითხვა, რა ფორმატში განახლდება და ექნებათ თუ არა ისევ ონლაინსწავლების არჩევის უფლება. შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:

"როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ინფორმაცია სამინისტროს გვერდზე აუცილებლად გამოქვეყნდება. აღნიშნულ საკითხზე ახლა მუშაობა მიმდინარეობს, ყველა მხარე ჩართულია, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროც და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ყველას დროულად ეცნობება", - განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლებს ჰქონდათ არჩევანის უფლება,
შვილები სკოლაში გაეშვათ თუ ონლაინ
ფორმატი გამოეყენებინათ.

თამარ იაკობაშვილი

16284
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დათო
3
კაი იქნებოდა რომ გამათლებული და ტესტირებული მასწავლებლები ყავდეთ! არ დევნიდნენ ჭკვიან ბავშვებს თავის გაუნათლებლობის გამო... და ნაკლები პოლიტიკა თუ იქნებოდა სკოლაში კაი იქნებოდა...
16:35 / 11-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები