ადამიანები 50 წლისთვის კიდევ უფრო ჭკვიანდებიან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომელთაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინი 50 წლის ასაკშიც აქტიურობის პიკზეა. უფრო მეტიც, ადამიანი ამ და უფროს ასაკშიც აგრძელებს დაჭკვიანებას. მანამდე მიღებული იყო მოსაზრება, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების პიკი 20 წლის ასაკზე მოდიოდა.
ახალი კვლევის თანახმად, ყველა ასაკში ადამიანს ტვინის სხვადასხვა ფუნქცია უაქტიურდება. მაგალითად, 18-დან 25 წლამდე ყველაზე უკეთ მუშაობს ხანმოკლე მეხსიერება, 35 წლისთვის ეს უნარი ცოტა კლებულობს. 30 წლის ასაკში პიკს აღწევს მახსოვრობა ადამიანის სახეებზე. 35 წლისთვის თავის ტვინის ფუნქციების უმრავლესობა შედარებით ამცირებს აქტივობას და ემოციურ სფეროს უთმობს ადგილზ. 40-50 წლის ასაკში ადამიანი გაცილებით უფრო მკაფიოდ აფასებს სხვათა ემოციებს.
მეცნიერების დასკვნა ასეთია: ადამიანის ტვინი გამუდმებით ვითარდება და მისი სხვადასხვა ფუნქცია გამუდმებით იცვლება. ამიტომ ტვინის კვება ყოველთვის მნიშვნელოვანია - პატარა ასაკიდან მხცოვან ასაკამდე. ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტების მიღება, მეხსიერების გავარჯიშება და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წლის ასაკში ადამიანის გონებრივი საქმიანობა კვლავ განაგრძობს განვითარებას.