პროექტი, რომელმაც წიგნების მაღაზიებთან უპრეცედენტო რიგები დააყენა თუ თინეიჯერი გყავთ შვილი ან თავად ხართ თინეიჯერი და ამ პროექტის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ, დროა, გამოფხიზლდეთ! სანამ თქვენ ამ ინფორმაციას ნახულობთ, დანარჩენები უკვე მობილიზებულნი არიან და უპრეცედენტო აქციისთვის ემზადებიან. 8 აპრილს საქართველოს ორ ქალაქში, თბილისში “ბიბლუსი გალერეაში” (ჭავჭავაძის 7) და პირველად ბათუმში (მემედ აბაშიძის 62), სწორედ პროექტ ლიბერთინსის ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი ’’ლაბირინთში მორბენალის” გაგრძელება - ჯეიმზ დაშნერის ,,ცეცხლით გამოჩნდა” მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით - 19:00-დან 20:00 საათამდე, 12 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება!
ეს ის პროექტია, რომელმაც საქართველოში ჯერ არნახული რიგები დააყენა წიგნების მაღაზიებთან და ხალხს იმედი დაუბრუნა, რომ მოზარდები წიგნებს ნამდვილად კითხულობენ. ეს ის ერთ-ერთი დადებითი მოვლენაა, რაც ბოლო დროს არც ისე ხშირად ხდება ჩვენ გარშემო.
მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ შვილებს უჭირთ წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბება. იქნებ, მოზარდებს ის ლიტერატურა არ აინტერესებთ, რასაც მშობლები აწვდიან? მართალია, ეს ყველაფერი კლასიკაა, რომელიც მშობლების თაობას მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის პერიოდში ხიბლავდა, თუმცა დაგვეთანხმებით, ახლა სხვა თაობაა, მას სხვა ინტერესები და მიდრეკილებები აქვს და ჩვენი დროის “მოზარდული წიგნებით” მათ ნაკლებად დავაინტერესებთ. ასეთ დროს ნამდვილი ხსნასავით არის სრულიად თანამედროვე, ახალი ლიტერატურა, მსოფლიო ბესტსელერები, რომლებიც ამ და სწორედ XXI საუკუნის თინეიჯერების ასაკსა და მოთხოვნებზეა მორგებული. ეს ის ლიტერატურაა, რომელიც ახალგაზრდას უჩენს ინტერესს წიგნისადმი. მთავარი ხომ ის არის, წიგნებით დავაინტერესოთ.
გამომცემლობა “პალიტრა L”-ს, რომელიც ყოველთვის ფეხს უწყობს დროს და საზოგადოების მოთხოვნებს, ამ საკითხზეც ბევრი უფიქრია და სპეციალურად ამ ასაკის მკითხველისთვის გააკეთა პროექტი ლიბერთეენს-ი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბესტსელერები იბეჭდება, რომლებიც გამოსვლის დღიდან ქრება დახლებიდან, განსაკუთრებით, აქციების დღეებში. ყველაზე საინტერესო ამ პროექტს ის აქვს, რომ მასში შემავალი წიგნები თავად მოზარდების არჩეულია. თინეიჯერებმა ეს ნაწარმოებები თავად შეარჩიეს. ,,შენი თაობის არჩევანი’’ ასეთია სლოგანი, რომელიც Liberteens-ის წევრ მოზარდებს აერთიანებს
პროექტის პირველი სამ წიგნს, ჯეიმზ დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი”, ,,თუ დავრჩები” და ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო” უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. სამივე აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 2000-მდე ადამიანი იდგა და მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერებს.
ახლა მეოთხე წიგნის ჯერია! მსოფლიო ბესტსელერი ’’ლაბირინთში მორბენალის” გაგრძელება - ჯეიმზ დაშნერის ,,ცეცხლით გამოჩნდა” 8 აპრილს, ისევ მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით - 19:00-დან 20:00 საათამდე, 12 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდება!
ასე რომ, ახლა უკვე თქვენც იცით ამის შესახებ და არ გამოგრჩეთ, არ ჩამორჩეთ დროს!