დაწყებით კლასებში სექსუალური განათლების გაკვეთილები უნდა შემოიღონ ტორონტოს სკოლაში ერთდროულად 35 ათასი ბავშვი არ წავიდა – მშობლები სქესობრივი აღზრდის ახალ პროგრამას აპროტესტებენ. კანადელი მშობლების აზრით, სქესობრივი აღზრდის ახალი პროგრამა მათ შვილებს გარყვნის.
2015 წლის სექტემბრიდან დაწყებით სკოლაში სექსუალური განათლების გაკვეთილები უნდა შემოიღონ – დაწყებით სკოლებში 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები დადიან. ექვსი წლის ბავშვებს აუხსნიან, რა არის "პენისი", "ვაგინა", "თანხმობა სექსზე", რვა წლისებს კი უამბობენ ჰომოსექსუალიზმზე, თანაც, დადებითი კუთხით. 9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე ყველაფერი ეცოდინებათ სხვადასხვა სახის სექსზე.
სქესობრივი განათლების ახალი პროგრამა ონტარიოს პროვინციის ახალი პრემიერ-მინისტრის კეტლინ ვინის მოწონებით არის შემუშავებული – ეს ქალბატონი ცნობილია არატრადიციული ორიენტაციით. მან, სამი შვილის დედამ, ქმართან გაყრა ამჯობინა და ლესბოსელ პარტნიორთან ერთად ცხოვრობს. საპროტესტო აქციაზე გამოსულ მშობლებს, რომლებიც აპრილში მეორედ შეიკრიბნენ მიტინგზე, პრემიერმა ჰომოფობები უწოდა...
მიუხედავად პროტესტისა, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ გაკვეთილებს მაინც შემოიღებენ, თუმცა არ იქნება სავალდებულო მათზე დასწრება. მშობლები თავად გადაწყვეტენ, გაუშვან ბავშვები ასეთ გაკვეთილებზე თუ არა.