სამართალდამცველებმა კონფისკაციის შედეგად ამოღებული მოწყობილობები საჯარო გახადეს გასულ უქმეებზე ათმა მილიონმა ჩინელმა აბიტურიენტმა გაიარა სერიოზული გამოცდა. ისინი გაოკაოს აბარებდნენ – მათ ეროვნულ მისაღებ გამოცდებს. მაღალი ქულა პრესტიჟული სასწავლებელია, შესაბამისად – ნათელი მომავალი. ამიტომაც მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არც მშობლები და არც აბიტურიენტები არაფერზე ამბობენ უარს. მაგალითად, შელოცვებსა და მაღალტექნოლოგიურ მოკარნახეებზე. ალბათ ამიტომაც არის, რომ მათზე კონტროლიც გამძაფრებულია და პოლიციის მთელი შემადგენლობა მობილიზებულია.
სამართალდამცველებმა კონფისკაციის შედეგად ამოღებული მოწყობილობები საჯარო გახადეს. მაგალითად, ერთ სტუდენტს მაისურის შიგნით სადენების, ელემენტებისა და მობილური ტელეფონისგან დამზადებული გადამცემი აღმოუჩინეს, რომლის მეშვეობითაც აპირებდა გამოცდების ჩაბარებას.
ეს სათვალეა ფარული კამერით და პაწაწინა გადამცემით, რომელიც მონეტაზეა მიმაგრებული.
საწერკალამში ჩამონტაჟებული გადამცემი.
პოლიციის თანამშრომლები რადიოსიგნალებს აკონტროლებენ, რომ გამოცდების დროს დარღვევები აიცილონ თავიდან.
სტუდენტები ფიცს დებენ, რომ გამოცდების დროს დადგენილ წესებს არ დაარღვევენ.
მშობლები თავიანთი შვილებისთვის ლოცულობენ და ათასგვარ რიტუალს ასრულებენ.