მინდა ყველას ვურჩიო, ჩემს თანატოლებს... შეიძლება, ჩვენი თაობის შესახებ ბევრს აქვს არასწორი წარმოდგენა, ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ წიგნები არ გვიყვარს და არ ვკითხულობთ. მინდა, საპირისპიროში დაგარწმუნოთ არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი თანატოლების მაგალითზე.
ზოგადად, კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებული გატაცებით ვკითხულობ, მეც და ბევრი ჩემი თანატოლიც. ამაში "ლიბერთინსის" წიგნებია "დამნაშავე". შარშან, როდესაც 13 წლის ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია, "ლაბირინთში მორბენალი" წამეკითხა. დავინტერესდი და წავიკითხე. მომეწონა და შემდეგ დავიწყე ამავე სერიის, "ლუბერთინსის" სხვა წიგნების კითხვა – რაღაცნაირად ჩამითრია... გამოვიდა ამ წიგნის მეორე ნაწილი - "ცეცხლით გამოცდა" და ისიც წავიკითხე. ამ წიგნებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ბოლოს წავიკითხე "გიკი გოგო" - ერთი გოგონას საინტერესო თავგადასავალი...
ზოგადად მიყვარს სათავგადასავლო წიგნები და რომანები, მაგრამ რომანს გააჩნია. ძალიან მიყვარს "გემრიელად საკითხავი წიგნები", უცებ რომ ჩაიკითხავ და მერე დარდობ, ასე მალე რომ დამთავრდა, ელოდები, შემდეგი წიგნი როდის გამოვა... ახლა ასე ველოდები "გიკი გოგოს" შემდეგ ნაწილებს და კიდევ ვაპირებ წავიკითხო "წყლის საიდუმლო". ამბობენ, რომ კარგი წიგნია და მაინტერესებს.
ჩემს ბევრ მეგობარს უყვარს "ლიბერთინსის" წიგნები, მაგრამ ერთ-ერთს განსაკუთრებით – ნინი კოჩაძეს:
- პირველად ამ სერიის წიგნების წაკითხვა მეგობარმა მირჩია, რადგან თვითონ წაიკითხა "გიკი გოგო" და მეც შემომთავაზა... ძალიან დამაინტერესა და წავიკითხე... ამ სერიით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრ ისეთ წიგნს უშვებს, რომელიც მაინტერესებს არა მარტო მე, არამედ ყველა თინეიჯერს. ყველაზე მეტად მომეწონა "ცეცხლით გამოცდა" - სათავგასავლო წიგნი, რომელიც დიდი სიამოვნებით წავიკითხე და ძალიან გამიტაცა. ახლა ვაპირებ წავიკითხო "თუ დავრჩები", ესეც მეგობარმა მირჩია. ამბობენ, რომ საინტერესოა და წავიკითხავ აუცილებლად...
ნამდვილად ასეა, ბევრი თინეიჯერი ჩვენ გარშემო, ისეთიც კი დაინტერესდა წიგნებით, მანამდე სულ რომ არ კითხულობდნენ. მინდა ყველას ვურჩიო, ჩემს თანატოლებს, თუ ადამიანს კითხვა არ უყვარს, რა თქმა უნდა, ვერ შეაყვარებ და ვერც დააინტერესებ, მაგრამ ვურჩევდი, თუნდაც უბრალოდ გაიარონ ისეთ მაღაზიებში, სადაც თინეიჯერებისთვის იყიდება წიგნები და დაათვალიერონ. რომ დაათვალიერებენ, დაინტერესდებიან კიდეც და შემოეკითხებათ. ცხოვრებაში წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, სულ უნდა იკითხონ, ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ ნამდვილად "გზაა მომავლისკენ".
ანი დაუთაშვილი