წლიდან წლამდე კლებულობს განათლების დონე ბავშვებში და სულ უფრო ცუდ მონაცემებს ღებულობენ ბავშვების წიგნიერებასთან დაკავშირებით იუნესკოს ექსპერტებმა საკმაოდ შემაშფოთებელი დასკვნები გააკეთეს თანამედროვე ბავშვების წიგნიერების დონესთან დაკავშირებით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 10 წლამდე ასაკის 650 მილიონი ბავშვიდან, 250 მილიონი სრულიად უწიგნურია. მათგან დაახლოებით 130 მლნ ბავშვი დაწყებით სკოლებში სწავლობს, მაგრამ საბაზო ზოგად საგანმანათლებლო საგნებსაც კი ვერ ითვისებენ. 120 მილიონი ბავშვი სკოლაში დრო და დრო დადის, 57 მილიონი კი საერთოდაც არ სწავლობს.
ეს სამწუხარო სტატისტიკა ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე, ბავშვს უნდა თუ არა სწავლა. უწიგნური ბავშვების კატასტროფული რაოდენობის მიზეზი, გაეროს ექსპერტთა აზრით, პედაგოგიური კადრების დეფიციტია. განსაკუთრებით მასწავლებლების ნაკლებობა იმ ქვეყნებშია, რომლებიც ეროვნებათა შორის, ეთნიკურ და სხვა კონფლიქტებში არიან ჩართული. მსოფლიოს 193 ქვეყნიდან მხოლოდ მესამედს შეუძლია დაიკვეხოს იმით, რომ მათი დაწყებითი სკოლები 75%-ით არის უზრუნველყოფილი მასწავლებლებით.
გაეროში იმასაც აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე კლებულობს განათლების დონე ბავშვებში და სულ უფრო ცუდ მონაცემებს ღებულობენ ბავშვების წიგნიერებასთან დაკავშირებით.