ბაღებშიც და სკოლებშიც დასვენების ხანგრძლივობა შემცირდა დგება დეკემბერი და საახალწლო მზადებასთან ერთად ინტერესის საგანი ამ დღესასწაულთან დაკავშირებული არდადეგების ხანგრძლივობაა. წელს, გასულ წლებთან შედარებით, ბაღებშიც და სკოლებშიც დასვენების ხანგრძლივობა შემცირდა.
საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 11 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება სკოლებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება, სწავლა 15 იანვარს, ანუ პარასკევ დღეს განახლდება.
ციცი ომანიძე