სიახლის ინიციატორთა აზრით, ასე დაიცავენ პუტკუნა ბავშვებს თანატოლთა დაცინვისგან ბოლო დროს სიმსუქნე საყოველთაო პრობლემად იქცა მსოფლიოში და ზედმეტი წონის მქონე მოზარდების რიცხვმაც მკვეთრად იმატა. რუსეთში მსუქნების კლუბიც არსებობს, რომელიც ძალიან აქტიურია და სხვადასხვა ინიციატივით გამოდის, რომ თანამოაზრეების უფლებები დაიცვას. ამჯერად მათი ინიციატივაამ სპეციალური სკოლები გაიხსნას პუტკუნა ბავშვებისთვის, რადგან ეს აუცილებელია.
"სკოლაში ჩვეულებრივი მოვლენაა მსუქნების დაჩაგვრა. ნერვულ აშლილობამდე, დეპრესიამდე მიჰყავთ თანატოლები. ყველა ვერ ხვდება, რომ ბავშვის სიმსუქნე სრულიად არ არის მისი ბრალი. შეიძლება, ბავშვს რაიმე დაავადება, დარღვევა ჰქონდეს, რაც გახდა გასუქების მიზეზი", - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში. იქვე ხაზს უსვამენ იმას, რომ მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვების დაცვას. სპეცსკოლებში ისინი დაცულები იქნებიან მსგავსი თავდასხმებისგან და გარდა ამისა, ასეთ სკოლებში შეიძლება სპეციალურად შემოიღონ მსუქან ბავშვებზე გათვლილი ფიზკულტურის გაკვეთილები.
რუსეთის ჯანდაცვის მონაცემებით, ბავშვების 9 პროცენტს სიმსუქნე აქვს, 11 პროცენტს - ზედმეტი წონა. ასეთი და კიდევ უარესი შედეგებია ევროპის ბევრ ქვეყანაში.