ტესტირებები, შეჯიბრებები ძალიან კარგია ბავშვის მომავალი წარმატებისა და მისი განვითარებისთვის ბოლო წლებში ნებისმიერი მშობლისა და მოსწავლისთვის ლამის უკვე ჩვევად იქცა, წლის განმავლობაში სხვადასხვა საგნის სხვადასხვა სახელის ოლიმპიადაზე მონაწილეობა. მშობლებს და მასწავლებლებს კარგად ესმით, რომ ასეთი სახის ტესტირებები, შეჯიბრებები ბავშვის მომავალი წარმატებისა და ზოგადად მისი განვითარებისთვის, ძალიან კარგია. ოლიმპიადებზე ბავშვები ამოწმებენ იმას, თუ რა როგორ და რამდენად მყარად ისწავლეს, რამდენად შეუძლიათ კონკურენტულ გარემოში ორიენტირება, რამდენად აქვთ ადაპტირების და მობილიზების უნარი, თუ არ აქვთ ეს უნარები კარგად ჩამოყალიბებული, რამდენიმეჯერ მონაწილეობაც კი საკმარისია, რომ ბავშვი იწრთობა და გაცილებით თავდაჯერებულად, თამამად და მობილიზებულად ერთვება სავარჯიშოების შესრულებაში. მით უმეტეს, თუ ამას ყველაფერს ის მოტივაციაც ახლავს, რომ მოსწავლის გამარჯვებას სერთიფიკატები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრებიც კი მოჰყვება, გასაგებია, რომ ოლიმპიადებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებს ბევრი დადებითი მოაქვს.
„ოლიმპიადაში მონაწილეობა ბავშვებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ისინი სწავლობენ საკონკურსო გარემოში მუშაობას, ამოწმებენ თავის ცოდნას, აღწევენ წარმატებებს და ეძლევათ განსაკუთრებული სტიმული მომავალში უფრო მეტად განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ და ვაჯილდოვებთ იმ მასწავლებლებსაც, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე აჩვენებს ოლიმპიადაში კარგ შედეგს და ამ გზით ვცდილობთ წავახალისოთ მათი მუშაობაც“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში „ევერესტის“ დამაარსებელი დაჩი ნანობაშვილი.
მაინც კონკრეტულად რომელ ოლიმპიადაზე უნდა გაიყვანოთ ბავშვი? ჩამონათვალი თანდათან იზრდება, თუმცა ხარისხი ყველგან როდია შესაბამისი. მათ შორის სულ რამდენიმეა სანდო, გამოცდილი და მოსწავლეების მოთხოვნებზე მორგებული. ერთ-ერთი ასეთია სწორედ ზემოხსენებული "ევერესტი", რომელსაც წელს დაარსებიდან 10 წელი უსრულდება.
როგორც ირკვევა, მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტს“ 2006 წელს, ლამარა მარგველაშვილის სახ. სკოლა "XXI საუკუნეში" ჩაეყარა საფუძველი. ოლიმპიადის იდეის ავტორი ამავე სკოლის მასწავლებელი და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი დაჩი ნანობაშვილი იყო. იგი სამი წლის განმავლობაში, ორგანიზებას უკეთებდა შიდასასკოლო სამტურიან ოლიმპიადას, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდებოდა. 2009 წელს დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნული სკოლის უფროსკლასელებთან ერთად ოლიმპიადა სახელწოდებით „ევერესტი“ ქალაქის მასშტაბით ჩატარდა. ოლიმპიადაში 30-მდე სკოლის 600-მა მოსწავლემ და 20-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. „ევერესტი“ ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულრული ხდებოდა და მალე მთელ საქართველოს მოედო. მასში ჩაერთო ათიათასობით მოსწავლე და ასობით პედაგოგი (აღსაღნიშნავია, რომ 2013 წლიდან ოლიმპიადა „ევერესტი“ აფხაზეთის ტერიტორიაზეც ტარდება).
„ევერესტს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოარჩევს: გამარჯვებულებს გადასცემს: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს (მედლები ექსკლუზიურად შექმნილია ოლიმპიადა „ევერესტისთვის“); გამოირჩევა ყველაზე მეტი საპრიზო ადგილით (თითოეულ საკლასო კატეგორიაში ჯილდოვდება 15 გამარჯვებული); ოლიმპიადაზე არ ინიშნება დამატებითი ტურები, ჯილდოვდება ყველა გამარჯვებული; ტარდება მასწავლებელთა კონკურსი სახელწოდებით „წარმატებული მოსწავლეების მასწავლებელი“; დაბეჭდილია ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი, ამოცანათა კრებულები, რომლებსაც მოსწავლეების გარდა არაერთი პედაგოგი იყენებს დამატებით სახელმძღვანელოდ.
დღეისათვის შექმნილია 3000-ზე მეტი ამოცანა, რომლებიც პერიოდულად გამოიცემა წიგნების სახით (გამოსულია 8 ნაწილი). წიგნებში შესულ თითოეულ ამოცანას აქვს მითითებები მათ ამოსახსნელად და სტატისტიკური მონაცემები (რამდენმა ბავშვმა წერა ესა თუ ის ამოცანა და რამდენმა %-მა ამოხსნა სწორად).
ამჟამად უკვე დაწყებულია მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-14 სეზონში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ეს პროცესი 20 თებერვლამდე გაგრძედება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან მაისის თვეში. მათ ტრადიციულად გადაეცემათ დიპლომები, სხვადასხვა საჩუქრები და, რაც მთავარია, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. გარდა ძირითადი პრიზებისა, საუკეთესო მოსწავლეებს დაასაჩუქრებენ ოლიმპიადის მეგობარი კომპანიებიც.
მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-14 სეზონში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში მონაწილეობას მთელი საქართველოს მოსწავლეები იღებენ, მათ შორის არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები. ასე რომ, დროულად დარეგისტრირდით და ჩაერტეთ ოლიმპიადის ციებცხელებაში!
გაიგეთ უფრო მეტი „ევერესტის“ შესახებ:
საიტი: www.everest.ge
mail: info@everest.ge
ტელ: 5 (70) 90 24 24; 5 (96) 90 24 24