მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ამ სიახლით კმაყოფილები არიან ნორვეგიის ქალაქ ბიერკრეიმის სკოლაში უჩვეულო ექსპერიმენტი მიმდინარეობს - საკლასო ოთახებში სკამების ნაცვლად გასაბერი ბურთები დაალაგეს - ე.წ. ფიტბოლები, რომლებსაც სატანვარჯიშო დარბაზებში იყენებენ ხოლმე.
ამ მოვლენას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს და ეცადნენ გაერკვიათ, სინამდვილეში სკამზე ჯობს ჯდომა მეცადინეობის დროს თუ ფიტბოლებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში ექსპერიმენტი 2005 წლიდან მიმდინარეობს და ამ არატრადიციულ ავეჯს 10-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებთან იყენებენ.
სკოლის დირექტორის თქმით, ასეთი "სკამები" გაცილებით უფრო სასარგებლოა და თანაც, იაფია. ბევრ ბავშვს გაუუმჯობესდა ძირითადი და ზურგის კუნთები, არც სწავლის ხარისხი გაუარესებულა. იდეა მათ ადგილობრივმა ფიზიოთერაპევტმა მიაწოდათ, რომელსაც მიაჩნია, რომ ასე ჯდომა ბავშვისთვის გაცილებით სასარგებლოა. მოსწავლეებს ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკეთესი აქვთ, რადგან ფიტბოლებზე ბალანსირებისას მეტად მოძრაობენ გაკვეთილების მიმდინარეობისას და უმოძრაოდ არ სხედან.
ფილმის ავტორებმა მოსწავლეებსა და მშობლებსაც ჰკითხეს აზრი და აღმოჩნდა, რომ ისინიც ემხრობიან ამ სიახლეს.