მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით... ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი შეფასება ყველა საგანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა. მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით, გარდა ამისა ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი (10 ქულიანი) შეფასება ყველა საგანში.
საზეიმო ღონისძიებაზე 22 წარმატებული მოსწავლე და მათი 18 მასწავლებელი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.