მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება 3 ივნისიდან დაიწყება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება 3 ივნისიდან დაიწყება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება კომპიუტერულად 3-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ამ პერიოდის განმავლობაში სკოლას შესაძლებლობა აქვს თავად დაგეგმოს ნებისმიერი არჩეული გამოცდის ჩატარების დრო.

”ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით - გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტია და მისი მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი,
მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.

სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. 2016 წელს პროექტში 430-ზე მეტი სკოლა ჩაერთო”, - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ინტერპრესნიუსი
1121
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი