ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება კომპიუტერულად 3-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ამ პერიოდის განმავლობაში სკოლას შესაძლებლობა აქვს თავად დაგეგმოს ნებისმიერი არჩეული გამოცდის ჩატარების დრო.
”ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით - გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტია და მისი მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.
სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. 2016 წელს პროექტში 430-ზე მეტი სკოლა ჩაერთო”, - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ინტერპრესნიუსი