განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერმა თამარ სანიკიძის შემცვლელად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. "მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში - კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
43 წლის ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. განაგრძეთ კითხვა