გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის და ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის და ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება, ეს პროცედურა კი ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

„23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო
მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ“, - აცხადებენ ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
1739
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი