მათი პასუხები მართლა გაგაოცებთ როდესაც კაილი შვარცმა დაიწყო სწავლების მესამე კლასი აქტივობით, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ მასწავლებელს თავისი მოსწავლეები უკეთ გაეცნო. მან სთხოვა მოსწავლეებს, რომ დაეწერათ თხზულება "მე მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს"
პასუხები მართლაც გამაოგნებელი იყო. ქალბატონი შვარცი თვალებს არ უჯერებდა:
"მე მინდა ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ მე არ მაქვს ფანქრები სახლში და ამიტომ ვერ ვასრულებ ჩემს დავალებას".
"მე მინდა ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ხანდახან ჩემი დღიური იმიტომ არ არის ხელმოწერილი, რომ სახლში ხშირად ვარ სულ მარტო, დედის გარეშე.''
"მე მინდა ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ მენატრება მამა, რადგან მას მექსიკაში დეპორტირება გაუკეთეს, როდესაც მე ვიყავი 3 წლის და არ მინახავს ექვსი წლის განმავლობაში".
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ არ მყავს მეგობარი, რომელსაც ვეთამაშებოდი”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ძალიან მიყვარს სკოლა”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ჩემი უფროსი ძმა ძილის დროს ისე ხვრინავს, დაძინებას ვერ ვახერხებ”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ზოგჯერ დავალებები შეუსრულებელი მრჩება, რადგან დედა ხშირად არ არის სახლში და ვერავინ მეხმარება მეცადინეობაში”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რა სევდიანები არიან ბავშვები და უკეთ ესმოდეს ჩვენი”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ წუხელ დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოგვიწია წაყვანა”.
„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ მინდა წიგნების წაკითხვა. მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს და ისიც უკვე წავიკითხე”.
„მინდა, ჩემი მასწავლებელი იცნობდეს ჩემს მშობლებს”.