ის ადამიანები, რომლებიც ორ და მეტ უცხო ენას ფლობენ, სიბერეში გაცილებით უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს ავლენენ თუ თქვენთვის სულ ერთი არ არის, იქნება თუ არა თქვენი შვილი სიბერეში გონებრივად ჯანსაღი, ბავშვობიდან შეუწყვეთ ხელი, რომ უცხო ენები შეისწავლოს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიის ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები. ის ადამიანები, რომლებიც ორ და მეტ უცხო ენას ფლობენ, სიბერეში გაცილებით უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს ავლენენ, კარგი მეხსიერება აქვთ და ტვინსაც ჯანსაღად ინარჩუნებენ.
კვლევა 1947 წელს დაიწყო. კვლევაში მონაწილე 853 დღევანდელი პენსიონერი მაშინ 11 წლის ბავშვი იყო და პირველი ტესტირება გაიარა გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად. როდესაც ამდენი წლის შემდეგ მათ კვლავ ჩაუტარეს ტესტი, მათგან 260-ს, რომლებიც მინიმუმ ორ ენაზე ლაპარაკობდნენ, გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ერთენოვან თანატოლებს. და კიდევ, რაც უფრო ადრეულ ასაკში – 18 წლამდე, ჰქონდათ ნასწავლი უცხო ენა, მით უკეთესი იყო შედეგები.