ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ბირთვული კვლევების ცენტრში მიემგზავრებიან
ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ბირთვული კვლევების ცენტრში მიემგზავრებიან
მსოფლიოს ყველა მეცნიერისთვის საოცნებო ადგილზე - "ცერნში" სამი ქართველი მოსწავლე-გამომგონებელი გაემგზავრება! საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - "ცერნის" ლაბორატორიას, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე 21 ნოემბერს 5-დღიანი შემეცნებითი ვიზიტით ეწვევიან. მათთან ერთად მსოფლიოს მეცნიერების ცენტრს რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დაათვალიერებენ.

"ცერნში მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ მივიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ჩვენი პროექტის შესახებ," - აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი ვახო კონტრიძე.

ჯგუფის პროექტის სახელწოდებაა "ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის "ჰარვესტერ-რეციკლერი", ხუთი-ერთში". ამ გამოგონებით
კონტრიძე მისი ჯგუფის წევრებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდი და ვინჩის" 2015 წლის გრან პრის მფლობელი გახდა.

"ჩვენ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც გამოიმუშავებს დენს, აქვს wi-fi-ს მიმღები, ტელემიმღები, რადიომიმღები და აცხელებს წყალს. სწორედ ამ პროექტით მივემგზავრებით ცერნში", - თქვა კონტრიძემ.

კონტრიძე არა მხოლოდ "ლეონარდო და ვინჩი" 2015-ის გამარჯვებულია, არამედ მან, გიორგი ნიორაძესთან ერთად, 2016 წლის კონკურსზეც მოიპოვა გრან-პრი. შესაბამისად, ის მომავალ წელსაც გაემგზავრება ცერნში.

"ჩვენი 2016 წლის პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგრადობა წვიმის ან თოვლის
მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა
გაგრძელება
1019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი