ალექსანდრე ჯეჯელავა: "ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში სოფლის სკოლები ყველაზე მაგარი იყოს"
ალექსანდრე ჯეჯელავა: "ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში სოფლის სკოლები ყველაზე მაგარი იყოს"
შევეცდებით, რომ მთელი რესურსის დიდი ნაწილი სოფლის სკოლებზე დაიხარჯოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მაღალმთიან სოფლებში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მთავრობიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში სოფლის სკოლები ყველაზე მაგარი იყოს. ოჯახები ამ მიზეზით არ უნდა მოდიოდნენ, არამედ პირიქით, ვინც წამოსულია, უკან უნდა დავაბრუნოთ. პედაგოგების ხელშეწყობაც იქნება. ინფრასტრუქტურის, ბიბლიოთეკისა და კინოთეტარის დამატება მოხდება. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა მცირე სკოლებისკენ წავა“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ინტერპრესნიუსი
2523
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მზია ბოტკოველი
0
გამარჯობათ! 4 დღის წინ განათლების სამინისტროს წერილი მივწერე.სადაც ვთხოვდი პასუხს ჩემს შეკითხვაზე და დღემდე უშედეგოდ ველი პასუხს. გთხოვთ მიპასუხოთ, აქვს თუ არა უფლება სკოლის დირექტორს, სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით სკოლამ საბუთები არ დაუბრუნოს და მოსწავლეს სწავლა შეუზღუდოს. ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა "სავალდებულო განათლება ყველას". ამ ყველაში დავიჯერო ჩემი შვილი არ შედის? გთხოვთ ბატონო ალექსანდრე, სიტყვა საქმედ აქციოთ და ნუ მისცემთ უფლებას დღეს საქართველოში მოსწავლე იყოს სკოლის დირექტორის მძევალი.
16:40 / 31-01-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი