რა შეიძლება იყოს კითხვა, რაზეც, ათასი მშობლიდან ცხრაასს ერთი პასუხი აქვს რა შეიძლება იყოს კითხვა, რაზეც, ათასი მშობლიდან ცხრაასს ერთი პასუხი აქვს? კითხვას, მიგაჩნიათ თუ არა ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლოდ საბავშვო ჟურნალები, ქართველ მშობელთა 90% დადებით პასუხს სცემს.
იხილეთ ვიდეო
მშობელთა ასეთი განწყობის მიუხედავად, სულ თითზე ჩამოსათვლელია ქართული საბავშვო ჟურნალები. ხოლო ისეთი, რომელიც 13 წლის განმავლობაში უწყვეტად და შეუფერხებლად გამოდის, "საბავშვო კარუსელია". ის, რაც ბავშვისთვის მზადდება და მის განვითარებაზეა ორიენტირებული, თავისთავად მშობლის დაინტერესებასაც იწვევს. მშობლის გარეშე ხომ ის ბავშვის ხელშიც ვერ მოხვდება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ის ცვლილებები, რაც ჟურნალმა პატარა მკითხველისთვის დაგეგმა, უფროსებმაც უნდა იცოდნენ.
1. ჟურნალი ყოველკვირეული ფორმატიდან ყოველთვიურზე გადავიდა. ამიერიდან მისი შეძენა ყოველი თვის 25 რიცხვში შეგიძლიათ. მშობლების მოთხოვნა, რომ "მირჩევნია ერთხელ ვიყიდო და მთელი თვე ეყოს" - ჟურნალის რედაქციამ გაითვალისწინა.
2. გაიზარდა ზომა და გვერდების რაოდენობა.
3. დაემატა 50-ზე მეტი სტიკერი, რომელსაც ბავშვო ჟურნალშივე გამოიყენებს. შესაბამისად, ღელვა, რომ ამ სტიკერებით კედლებს ააჭრელებს, საფუძველსმოკლებული იქნება.
4. სპეციალურ ჩანართად დაემატა სახატავი და საფერადებელი ალბომი განსხვავებული ფურცლებით, რადგან ჟურნალის პრიალა ფურცლებზე ხატვა შედარებით რთული იყო.
5. გაიზარდა ქართველი ავტორების მიერ შექმნილი და ილუსტრირებული ზღაპრებისა და ლექსების რაოდენობა. გაორმაგდა კროსვორდების, თავსატეხების, სააზროვნო თამაშების შემცველი გვერდებიც.
6. სამაგიდო თამაშისთვის საჩუქრად დაემატა ფანტები (ე.წ. "ფიშკები") და პატარა კამათელი.
7. საჩუქრად ყველა მკითხველი ყველა ნომერთან ერთად რაიმე ასაწყობ/გამოსაჭრელ სათამაშოს მიიღებს.
8. ჟურნალის ყველა ნომერში 6 ფასდაკლების კუპონი დაგხვდებათ ძვირად ღირებულ, ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებზე. შემოგთავაზებენ როგორც შემეცნებით, ასევე მხატვრულ ლიტერატურას. შეგეძლებათ გაანაღდოთ სასურველი რაოდენობის ვაუჩერი.
9. ჟურნალში დაგხვდებათ ამოსაჭრელი მონეტა, რომლითაც მიბრძანდებით გასართობ ცენტრ "ბიბლუსი ქიდსში" და უფასოდ გაართობთ ბავშვს სათამაშო ავტომატებზე.
10. ჟურნალში მოგების შანსი ჩნდება. 20 იღბლიან მყიდველს ფურცლებს შორის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის ბილეთები დახვდება.