4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი
4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი
"წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონული წიგნებიც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავამ წიგნების წონისა და გაკვეთილების რაოდენობის შემცირების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

"ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს
სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა. განაგრძეთ კითხვა
21326
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი