"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი,რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც"
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი,რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც"
როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმად, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა.

"შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის, მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ
აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირებდა თუ არა ის ამ ყველაფერს თუნდაც იმას, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორებთან მისვლის საშუალება არ აქვთ, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ საატესტატო გამოცდების საკითხები ელემენტარული იყო და მოსწავლემ ცოტა მაინც თუ ისწავლა, აუცილებლად ჩააბარებდა.

"როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება, რომ აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. ალბათ ნანახი გაქვთ საგამოცდო
საკითხები – უელემენტარულესია. ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს", - განაცხადა ჯეჯელავამ.~
"ინტერპრესნიუსი"
15987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ასმათ დგებუაძე
0
სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს ბატონი მინისტრი
11:01 / 28-05-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი