თუ მოსწავლის მშობელი ხართ, ეს ამბავი დაგაინტერესებთ
თუ მოსწავლის მშობელი ხართ, ეს ამბავი დაგაინტერესებთ
საზაფხულო არდადეგები მხოლოდ დროსტარებისა და მხიარულებისთვის არ მოუგონიათ. ამ გრძელვადიან დასვენების პერიოდში მოზარდმა ძალები უნდა აღიდგინოს და უფრო მობილიზებული გონებით დაუბრუნდეს სკოლას. მასწავლებელს რომ ჰკითხო, ბავშვები მობილიზებულნი კი არა, ძირითადად „თავცარიელები“ ბრუნდებიან და მათ სასწავლო პროცესში ჩართვას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ ყველა პედაგოგი მოუწოდებს მშობლებს, არდადეგებზე ბავშვებმა მეტი იკითხონ. დიახ, წიგნების კითხვა არც დასვენების პროცესს უშლის ხელს და, ამავდროულად, გონებაც სულ მობილიზებულია.

დაგვეთანხმებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ბავშვმა 3-4 წიგნი მაინც უნდა წაიკითხოს, თან სასურველია, ახალი გამოცემები, რადგან დამტკიცებულია, რომ ბავშვები
ახალი წიგნების მიმართ მეტ ინტერესს იჩენენ. თუ სახლში 2-3 ბავშვია, გამოდის, რომ ზაფხულის დანახარჯებს წიგნებიც მრავლად დაემატება. ამ დროს საზაფხულო ფასდაკლებები საუკეთესო გამოსავალია. გამომცემლობა პალიტრა ელი სპეციალურად მოსწავლეთავის განკუთვნილ სერიაზე აცხადებს ფასდაკლებებს. ამ სერიის წიგნები კლასების მიხედვით არის დაკომპლექტებული და ზუსტი ასაკობრივი გათვლა აქვს. ამიერიდან მათი შეძენა დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ.

დეტალურად ამის შესახებ გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური ისაუბრებს:

- თამამად შეიძლება ითქვას, სერიაში, „მოსწავლის არჩევანი“ გაერთიანებულია ის წიგნები, რომლებიც მოზარდს შეაყვარებს კითხვას და ამ პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის. საზაფხულო საკითხავის კომპლექტი სპეციალურად შემუშავებული პროგრამაა სკოლის მოსწავლეთათვის. ეს არის ლიტერატურა, რომლის
შერჩევაში და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. სერია იმ ნიშნითაც გამოირჩევა, რომ ბოლო რამდენიმე გვერდი გონების სავარჯიშოებს – კითხვებს, კროსვორდებს – ეთმობა. ამ სავარჯიშოების შესრულება ბავშვისგან უკვე წაკითხული ტექსტების გადახედვას და უკეთ გააზრებას მოითხოვს, შესაბამისად, კითხვის პროცესიც უფრო შედეგიანი ხდება. სავარჯიშოებიცა და შეკითხვებიც სპეციალისტების მიერაა შემუშავებული.
ცნობილ საზღვარგარეთელ მწერლებთან ერთად წიგნებში ქართველ კლასიკოს და თანამედროვე ავტორებსაც შეხვდებით. ვფიქრობ, ეს წიგნები მოზარდებს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ქართულ ლიტერატურასთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მრავალფეროვანი წიგნების კომპლექტების შეძენა ახლა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

* I კლასი:

თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია ნათია, გულეური ვასო
კიკის თავგადასავალი - თამარი ფხაკაძე
ლექსები - ნოდარ დუმბაძე
ქართული ხალხური ზღაპრები

* II-III კლასი:
ზღაპრები - ძმები გრიმები
თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები - ანდერსენი
იგავ-არაკები - ეზოპე, ლაფონტენი, ორბელიანი

* IV-V კლასი:
მოთხრობები - გოდერძი ჩოხელი
პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი
სათავგადასავლო ამბები

* VI-VII კლასი:
ბიძია ტომის ქოხი - ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - დუმბაძე
პატარა პრინცი - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
ტომ სოიერის თავგადასავალი - მარკ ტვენი

* VIII-IX კლასი:
ბასკერვილების ძაღლი - კონან დოილი
თეთრი ბაირაღები - ნოდარ დუმბაძე
მოთხრობები - ო. ჰენრი

* X+ კლასი:
კაცია-ადამიანი - ილია ჭავჭავაძე
მერე რა, რომ სველია, სველია იასამანი - ლაშა თაბუკაშვილი
სამანიშვილის დედინაცვალი - დავით კლდიაშვილი
ჯაყოს ხიზნები - მიხეილ ჯავახიშვილი
2161
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი