როგორც "ინტერპრესნიუსს" კომაროვის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი არაბიძემ განუცხადა, ალექსანდრე საათაშვილმა (ოქროს მედალი), საბა ლეფსვერიძემ (ვერცხლის მედალი), ნიკოლოზ ბირკაძემ (ვერცხლის მედალი), დავით ხვედელიძემ (ბრინჯაოს მედალი), დავით თათოშვილმა (ბრინჯაოს მედალი) და ირაკლი შალიბაშვილმა (ბრინჯაოს მედალი) უპრეცენდენტო შედეგი
"ოლიმპიადაში მსოფლიოს 111 ქვეყანა მონაწილეობდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენმა გუნდმა უპრეცენდენტო შედეგი აჩვენა - "საქართველოს მათემატიკური სამყარო" ძალიან გახარებულია ამ მიღწევით. მანამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი იყო 25-ე ადგილი. გარდა ამისა, გვაქვს ინდივიდუალური წარმატებაც - კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ალექსანდრე საათაშვილმა ინდივიდუალური შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით მეხუთე ადგილი დაისაკუთრა. საქართველოს გუნდში სულ 6 მოსწავლე იყო - აქედან 4 კომაროვის სკოლის, ხოლო 2 ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის", - განაცხადა დიმიტრი არაბიძემ.
საქართველოს გუნდი ბრაზილიიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.
"მიაჩვიეთ ბავშვი ფიქრსა და აზროვნებას, მათემატიკა არ არის რთული" - მათემატიკოს დაჩი ნანობაშვილის რჩევები მშობლებს