რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი
რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი
თანამედროვე სამყაროში ილუსტირებული წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი განსაკუთრებით დიდია, გარდა იმისა, რომ წიგნის ფურცლებზე ვიზუალური ეფექტები ხიბლავთ, ილუსტრირებულ წიგნებს ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათთვის.
ფსიქოლოგების აზრით, ილუსტრაციების გამოყენება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბავშვებს წიგნები ადრეული ასაკიდან შევაყვაროთ.
განათლების ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულებას გვიზიარებს და ამბობს, რომ "ბავშვი სანამ წერა - კითხვას ისწავლის, სურათების, ნახატების, ილუსტრაციების სასუალებით აღიქვამს ინფორმაციას, წარმოსახვას ივითარებს და უფრო საინტერ
ესო, მიმზიდველი არის ეს ყველაფერი მისთვის“.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბავშვების მოთხოვნა ილუსტრირებული წიგნების მიმართ სულ უფრო იზრდება და არჩევანის გაკეთება ამ მხრივ, ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები, რომელთა შესაძენად მომხმარებელს დიდხანს ყოყმანი ნამდვილად არ დასჭირდება. მაგალითად, ისეთი როგორებიცაა დისნეის წიგნები. მითუმეტეს, როცა დისნეის პერსონაჟები მრავალი ფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე იქმნება და მისი ილუსტრაციები ბავშვის ფსიქიკისთვის არათუ გამაღიზიანებელი, არამედ დადებითი ემოციების მიმცემია.
საერთაშორისოდ აღიარებული კრიტიკოსი და ანიმაციის ისტორიკოსი ჩარლზ სოლომონის აზრით, სავარაუდოდ, არც ერთი სხვა საბავშვო წიგნი არ არის ისეთი ძვირფასი, როგორც დისნეის "ოქროს წიგნები“. მისი თქმით, ხელოვნება დისნეის წიგნებში დღესასწაულობს და ეს აყვავებული მემკვიდრეობა უკვე 80 წელზე მეტია გრძელდება.

"ხელოვნება დისნეის
წიგნებში“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ჩარლზ სოლომონი უოლტ დისნეის სიტყვებით იწყებს- "წიგნებში უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე პირატების "განძთა კუნძულზე“ და რაც მთავარია, შენ შეგიძლია ისიამოვნო ამ სიმდიდრით ყოველდღიურად“. ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტყვებით უოლტ დისნეი გულისხმობდა კითხვის შედეგად შესწავლისა და წარმოსახვის შესაძლებლობების არამატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ როდესაც დისნეის წიგნებს ხელოვნების ნიმუშად თვლიან, ანიმაციის ისტორიკოსი ფიქრობს, რომ უოლტის შეხედულება წიგნებზე პარალელურ მნიშვნელობასაც იძენს.
ჩარლზ სოლომონის ასეთი შეფასების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი მომხმარებელი შეემატება დისნეის წიგნების მოყვარულთა რიგს და სწორედ მათთვის საქართველოში კომპანია ”დისნეის” წიგნების ოფიციალურ და მასშტაბურ გამოცემას. გამომცემლობა პალიტრა L უზრუნველყოფს, რომელიც ქართული წიგნების ბაზარს ”დისნეის” სხვადასხვა სახის ლიცენზირებული პროდუქციით ამარაგებს. ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები თავიანთ თავგადასავალს ამჯერად ქართულ ენაზე მოგვითხრობენ. კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია ამ ამბავში ის არის, რომ პატარები საყვარელ პერსონაჟებზე ნაცნობ ისტორიებთან ერთად ისეთ თავგადასავლებსაც წაიკითხავენ, რომლებიც მულტფილმებში არ უნახავთ.
1280
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?