"5000 ევროს ჩადება პირველი კლასელის განათლებაში მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია"
"5000 ევროს ჩადება პირველი კლასელის განათლებაში მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია"
ხატია სიჭინავას უფროსი შვილი გაბრიელა წელს პირველ კლასში შედის. მართალია, გასულ წელს იმავე სკოლის მოსამზადებელ სექტორში დადიოდა, სადაც წელს უკვე მოსწავლის სტატუსით დაიწყებს სიარულს, მაგრამ ხატიას მაინც გამოვკითხეთ სასკოლო ციებ-ცხელების დეტალები.

- გაბრიელა 5 წლის რომ გახდა,  შუმანის ფრანგულ სკოლაში შევიყვანე მოსამზადებელზე, მანამდე ბაღში დადიოდა.  გასული წელი ნამდვილად სამზადისს დაეთმო, ასწავლეს წერა-კითხვა, განუვითარეს პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ და ზოგადად, შეუქმნეს ისეთი გარემო, რომ პირველ კლასში სწავლა და რეჟიმში ყოფნა არ გაუჭირდეს.
ამასთან, უკვე იცნობს მისი კლასელებს და უცხოდ არ იქნება ბავშვებთან. წინასწარ ვერავინ გათვლის ვინ ზარმაცი იქნება და ვინ ბეჯითი, მაგრამ ვიმედოვნებ, ეყვარება სწავლა, მონაცემები აქვს მაგისი და ვნახოთ.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიე ეს სკოლა?
- ბევრი რამის გამო. პირველ რიგში მომეწონა ის, რომ აქვთ ფორმები, მივესალმები სკოლებში ფორმის არსებობას და იმას, რომ ბავშვი დილას ჩაცმაზე არ ფიქრობს, გარდა ამისა, ბავშვებს არ უწევთ ჩანთების ტარება. სკოლაში ტოვებენ წიგნებს და რვეულებს, რადგან იქვე მეცადინეობენ, თუ გაქვს სურვილი, სახლშიც ამეცადინებ, მაგრამ ძირითად ბაზას ისინი აძლევენ და ამზადებინებენ დავალებასაც. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჩვენს სკოლაში ბავშვებს არ ურიგებენ ლეპტოპებს, მხოლოდ ინფორმატიკის შესწავლის დროს იყენებენ. საერთოდ არ
ვემხრობი სწავლის პროცესში ლეპტოპების ჩართულობას, ისედაც კომპიუტერია ჩვენი საუკუნის პრობლემა, დამოკიდებულები არიან ბავშვები ამაზე და კიდევ ლეტოპების დარიგება პერსონალურად, უფრო გაამძაფრებს საერთო ფონს, მე ასე მგონია. თან, ლეპტოპების გამო მოსწავლის ჩანთა ისე მძიმდება, რომ უფროსსაც კი უჭირს ტარება. ჩვენ არ გვქონია ლეპტოპები, მაგრამ მშვენიერი განათლება მივიღეთ და არაფრით ნაკლები არ ვართ ამ თაობაზე და რატომ ურთულებენ ახლა ბავშვებს ამით ყოფას, მიკვირს. მოკლედ, ჩვენს სკოლაში არაა ასე, წიგნის სიყვარულით იწყებენ სწავლას, განათლებას იღებენ წიგნებიდან და არა კომპიუტერიდან. რომ გაიზრდებიან, კომპიუტერი მერეც ეყოფათ. მე რაც შემიძლია, ყველანაირაად ვცდილობ, მოვარიდო კომპიუტერს, მაგალითად, მულტფილმებს ვურთავ ტელევიზორში და არა ლეპტოპში, სოციალურ ქსელებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, სანამ შევძლებ ავუკრძალავ, იმიტომ, რომ ეს ტვინის საწამლავია და ნამდვილად არ მინდა ვინერვიულო იმაზე, ჩემი შვილები "ლურჯ ვეშაპში" მოხვდებიან თუ სხვა საშინელებაში, ღმერთმა გვაშოროს. კარგია ისიც, რომ სკოლა იწყება 9 საათზე და ბავშვები იქ მთელ დღეს ატარებენ, 6 საათამდე იქ არიან, რის შემდეგაც მივდივართ ტანვარჯიშზე და ცურვაზე. მერე უკვე ბავშვს იმის დრო არ რჩება, რომ უაზროდ და უსაქმუროდ გაატაროს.


ასევე იხილეთ: მეფე-დედოფალი და პრინცესები - როგორ გადაუხადა ხატია სიჭინავამ უმცროს შვილს დაბადების დღე


- ხატია, უხერხული თუ არ იქნება გკითხავ, რამდენია გადასახდი სკოლაში?
- არაა ძვირიანი სკოლა, საშუალო დონის სკოლად ითვლება და გადასახადი 4000 ლარია წელიწადში. საერთო ჯამში, არც ისე ძვირია ამ სკოლაში სწავლა და არც ისე იაფი, მით უმეტეს,  როცა 3 შვილი გყავს, მოგეხსენება სწავლის გარდა კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ პატარებს. არსებობს ისეთი სკოლები, რომლებიც კოლოსალური თანხები ღირს და ძალიან კარგადაც ასწავლიან, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, ჩემი აზრით, ბავშვს თუ სწავლა უნდა, საჯაროშიც მშვენივრად ისწავლის, აქედან გამომდინარე 5000 ევროს ჩადება პირველი კლასელის განათლებაში მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია. ამიტომ, როცა სკოლის შერჩევაზე ვბჭობდით, ვიფიქრეთ, რომ საშუალო დონის სკოლაზე გაგვეკეთებინა არჩევანი, ძალიან ძვირიანი სკოლები, რომლებიც მართლაც იტაცებენ თვალს, გულს და ჯიბესაც, ამ ეტაპზე არ გვიღირს. აქედანვე თუ ამხელა თანხა ვუხადე სწავლაში, რომ გაიზრდება, მერე რა უნდა ვქნა?! ან მერე სად უნდა ვასწავლო?!. სწორედ ამიტომ შევჩერდით საშუალო დონეზე, რომლითაც ძაან კმაყოფილი ვარ. იცი, რომ მთელი დღე შენი შვილი არც მშიერია და არც უყურადღებოდა, თან სწავლითაც კარგად ასწავლიან და სხვა რა უნდა მინდოდეს სკოლისგან?

- ესე იგი, ყველანაირად მზად ხართ სკოლისთვის, უბრალოდ სწავლის დაწყებას ელოდებით.
- კი, ასეა. ფორმები შეკერილია და ველოდებით სწავლის დაწყებას. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სწავლა ისევ 1-ელ სექტემბერს დაწყებულიყო, ფაქტობრივად ნახევარ თვეს კარგავენ ბავშვები, მაგრამ არა უშავს, ახლა უკვე მალე მოვა 18 სექტემბერი და გაბრიელა წავა სკოლაში.
ციცი ომანიძე

16375
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ეჰ
0
მე გერმანიაში ვცხოვრობ და ჩემი შვილები ყოველ წელს ვერ ჩამომყავს საქართველოში 2000 ევროსაც ვერ ვდებთ წელიწადში, ვმუშაობთ და თუ ჩამოვედით მერე ორმაგად ვიჭირვებთ რომ ვალებიდან ამოვიდეთ, ხატიას მალადეც რამდენი ფულიცჰქონია აი საქართველოშიბუნდა დაიკვეხნონ ხალხმა ცხოვრებით ისე კარგია რომ გერმანიაში უფასოა სკოლა და წიგნებიც სასწავლო საერთოდ პაკაზუხობაც უცხოა კიდევ კარგი
20:26 / 12-09-2017
naniko
0
ნეტა ვის აინტერესებს მისი შეხედულებები იმის მაგივრად რომ საიტერესი შემეცნებითი და საერთოდ ჭკვიან ადამიანებზეე წერდეთ ვისზეე წერთ ან რატოოო რა დამსახურებისთვის მასეთები მილიონია და მასზე უკეთესებიც :დ ეტყობა თვითონ იხდის ფულს და თქვენ წერთ :დ
16:51 / 12-09-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?