ანა კოშაძე პირველკლასელ შვილზე: „ჩემი შეცდომა იყო, ეს არ უნდა ენახა ტასოს“ - მშობლები

ანა კოშაძე პირველკლასელ შვილზე: „ჩემი შეცდომა იყო, ეს არ უნდა ენახა ტასოს“

2017-09-14 12:10:38+04:00

"თქვა, სწავლა დამეზარებაო, განწყობა ცოტა ცუდი აქვს ამ კუთხით" - რომელ სკოლაში დადიან ანა კოშაძის შვილები მართალია, ანა კოშაძის შვილი წელს პირველ კლასში შედის, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი რესპონდენტი უკვე გამოცდილია - მისი უფროსი შვილი მაშო მეოთხეკლასელია. წელს ერთ-ერთი წარმატებული სკოლის კარებს ანას უმცროსი გოგონა - ანასტასია შეაღებს. როგორც აღმოჩნდა, ტასოსთვის სკოლის გარემო უკვე კარგად ნაცნობი ყოფილა.

- ანასტასია წელს პირველ კლასში კი მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში სკოლის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. არჩევანი, რასაკვირველია, იმ სკოლაზე შევაჩერე, სადაც მაშო დადის. მაშო უკვე მეოთხე კლასშია, ანასტასია შარშან პრესქულში შევიყვანე და გარემო მისთვის უკვე ნაცნობია. ბაქსვუდის სკოლა სხვადასხვა კრიტერიუმის გამო შევარჩიე, უპირველესი იყო გარემო, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოხარული ვარ, რომ სასიამოვნო გარემოში უწევთ ჩემს შვილებს ყოფნა. გარდა ამისა, მასწავლებლებს ლოიალური დამოკიდებულბა აქვთ ბავშვების მიმართ, ესაუბრებიან სხვადასხვა თემაზე, კარგი კომუნიკაცია აქვთ მშობლებთან და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. მაშო ბედნიერი და კმაყოფილია ამ სკოლით, იმედია, ტასოც ასევე იქნება.

მაშო უფრო დამოუკიდებელი ადამიანია ანასტასიასთან შედარებით და ნაკლებად ვნერვიულობდი მასზე, ანასტასიაზე უფრო ვღელავ, როგორ შეეგუება სკოლას, რომელიც აღარ ჰგავს ბაღს, შეიძლება ჩარჩოებში მოქცევა გაუჭირდეს, მაგრამ მამშვიდებს ის, რომ მისთვის უკვე ნაცნობ გარემოში მიდის, თან მისი ბაღის მეგობრებიდან, რამდენიმე მისი კლასელიც იქნება.

mshoblebi

- რაც შეეხება რეჟიმს, ალბათ 9-დან 6-მდე სკოლაში იქნებიან, ხომ?

- არა, 10-ის ნახევრიდან 5 საათამდე იქნებიან სკოლაში, პრინციპში ამ რეჟიმს მიჩვეულია კიდეც, რადგან პრესქულშიც ასე დადიოდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მეორე დღისთვის ამზადებენ დავალებებს და თამაშობენ. ძალიან მომწონს თამაშ-თამაშით სწავლის სისტემა, ასე ზედმეტად არ იტვირთებიან. მართალია, 10-ის ნახევრიდან 5 საათამდე სკოლაში არიან, მაგრამ ამას არ აქვს ერთ ადგილას ჯდომის და მუდმივად მეცადინეობის სახე. თანაც, სკოლა მდებარეობს ტყეში, ტყე აკრავს ირგვლივ და სეირნობენ ხოლმე, გარეთ გასვლა ბავშვებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა ხოლმე.

ასევე იხილეთ: ანა კოშაძემ შვილს ჯადოსნური დაბადების დღე საკუთარი სახლის ულამაზეს ეზოში გადაუხადა

- თვითონ ტასოს როგორი განწყობა აქვს? ფორმა, ჩანთა... ალბათ ყველაფერი მომზადებული აქვს...

- კი, კი, უხარია, სკოლაში მიდის და ეს მისთვის ნიშნავს იმას, რომ უკვე გაიზრდება, მაშოსნაირი იქნება, მაშოს ბაძავს. აქამდე სულ ითხოვდა ფორმის ჩაცმას და შარშან, ხანდახან მაშოს ფორმას ვაცმევდი ხოლმე. ახლა უკვე თავისი აქვს, ძალიან ბედნიერი იყო, როცა ფორმები გამოვიტანეთ. ერთადერთი ის თქვა, სწავლა დამეზარებაო, განწყობა ცოტა ცუდი აქვს ამ კუთხით, იმიტომ, რომ უყურებს როგორ ვეუბნები მაშოს, ისწავლე, იმეცადინე, როცა მაშოს ეზარება ამის გაკეთება. ეტყობა, ტასომ ეს სიტუაცია აღიქვა ისე, თითქოს სწავლა ცუდია. მივხვდი, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, ეს არ უნდა ენახა ტასოს, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გამოვასწოროთ.

- უხერხული ხომ არ იქნება, რომ გადასახადზე გკითხოთ?..

- არა, უხერხული არ იქნება, მაგრამ ინდივიდუალური ხელშეკრულებით ვსარგებლობთ, თან ორ ბავშვზე შეღავათია და მგონი სწორი არ იქნება, რომ კონკრეტული თანხა დავასახელო.

ციცი ომანიძე