რომელ სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი ცნობილმა დედებმა საქართველოს მთელი მასშტაბით სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. რომელ სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი ცნობილმა დედებმა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბეს:
მომღერალი თიკა ჯამბურია და მისი ქალიშვილი ნინა ხოფერია
- ნინა წელს პირველად წავა სკოლაში. მინდოდა პირველ საჯარო სკოლაში მიმეყვანა, სადაც მე ვსწავლობდი და ეს სკოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოვახერხე. შემდეგ გავიკითხე კერძო სკოლები და UG სკოლა მირჩიეს. გამიმართლა, მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი და ნინა იქ ისწავლის.
- როგორ ემზადებოდით სწავლის დაწყებისთვის?
- ნინა ძალიან ნიჭიერი გოგოა, მე უფრო სიმღერა და ცეკვა-თამაში მიზიდავდა, ამიტომ ბავშვობაში უფრო ამ კუთხით ვიყავი დაკავებული. ნინა სხვანაირი გოგოა, ზუსტად ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა წყნეთში და მომზადებული შევა სკოლაში. მართალია იაფი არ არის კერძო სკოლის გადასახადი, მაგრამ შვილის განათლებაზე კარგ ინვესტიციას ვერ გავაკეთებ და მზად ვარ, მას სრულფასოვან განათლებაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი.
განო მელითაური (პიარ-მენეჯერი) და მისი ვაჟი თარაშ თოლორდავა
- ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დავასრულეთ. ჩემი უფროსი გოგონა 51-ე სკოლაში სწავლობს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება თარაშს, ის წელს პრე-სქულში წავა. ბაგებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა შევარჩიეთ. ჩვენს სახლთან ახლოს არის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. კარგი პედაგოგები ჰყავთ და ამიტომაც შევაჩერე ამ სასწავლებელზე არჩევანი. თარაშს ძალიან უყვარდა ბაღი და იქ მეგობრებიც დარჩა, ისე უყვარს ის ბავშვები, არ არის გამორიცხული მოვძებნო მათი მშობლები და ბავშვებმა მეგობრობა განაგრძონ.
- რა თანხა არის გადასახდელი თარაშის სკოლაში?
- კერძო სკოლაა და ბუნებრივია იაფი გადასახადი არ არის. მე სამ ადგილზე ვმუშაობ, ჩემი შვილების კომფორტისთვის და მით უმეტეს განათლებისთვის, ენერგიას არ ვზოგავ, თან კორპორატიული მოლაპარაკება მაქვს სკოლასთან და უფრო შეღავათიან პირობებს მთავაზობენ.
თათია შარანგია (პიანისტი) და მისი ვაჟი ალექსანდრე შევარდნაძე
- თათია, წელს პირველად მიდის თქვენი მეორე ვაჟი სკოლაში, სად ისწავლის ის და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ სკოლაზე?
- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში, ბედნიერი ვარ, რომ სიხარულით შეხვდა ამ დღეს. ის 3 წლიდან დადის კავკასიის ფრანგულ სკოლაში (ბაღში), სადაც კარგად გაიარა ადაპტაცია, შეეჩვია დისციპლინას, ისწავლა ფრანგული ენა, შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობრები და ფსიქოლოგიურად მოემზადა სასკოლო ეტაპისთვის.
მომწონს სკოლის მასწავლებლების მიდგომა ბავშვებისადმი, ბავშვებს აკვირდებიან ფსიქოლოგები და ინდივიდუალურად შესწავლილი ჰყავთ თითოეული მათგანი. თბილი დამოკიდებულებით შეაყვარეს სწავლა და პასუხისმგებლობას შეაჩვიეს. კარგი ლოკაცია აქვს სკოლას, ვაკის პარკშია და ბავშვი ძალაუნებურად დიდ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე. განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: 3 რამ, რაც მოსწავლის დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს