დაუძლეველი არაფერია, თუ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებთ თანამედროვე სამყაროში სულ მცირე ერთ უცხო ენაზე საუბარი აუცილებელი პირობაა, ორი ენის ფლობა კი სასურველია. ყველა მშობელს უნდა, რომ მისი ბავშვი თავისუფლად საუბრობდეს რამდენიმე ენაზე, თუმცა ეს ყველაფერი შორიდან საკმაოდ რთული ჩანს. სინამდვილეში, დაუძლეველი არაფერია, თუ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებთ.
რა სარგებელი მოაქვს უცხო ენის შესწავლას?
წამით დავივიწყოთ, რომ უცხო ენის ცოდნა დასაქმებისა თუ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელია. ამ პროცესს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს.
როცა ბავშვი ახალ ენას სწავლობს, მისი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები შეთანხმებულად მუშაობენ. სწორედ ასე ხდება ახალი სიტყვების დამახსოვრება, მნიშვნელობის გაგება და კონტექსტში გამოყენება. უცხო ენის შესწავლა ავითარებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს ერუდიციას და ამდიდრებს ადამიანის შინაგან სამყაროს.
როგორ მოვიქცე, რომ ბავშვს უცხო ენის სწავლა არ დაეზაროს?
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა უცხო ენა მშობლიურივით იცოდეს, უნდა დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:
• ძალა არ დაატანოთ
უცხო ენის სწავლება საჭიროა დაიწყოთ სასაუბრო მეტყველებით. ბავშვები თავდაპირველად სწავლობენ მოსმენას, შემდეგ ცდილობენ ილაპარაკონ, საბოლოოდ კი წერენ და კითხულობენ. მეცადინეობა რეკომენდებულია დასაწყისისათვის დღეში 15 წუთი, მერე კი ხანგრძლივობის გაზრდა შეიძლება.
• ნუ მიანდობთ ამ საქმეს მხოლოდ სკოლას
დღეისათვის ბავშვების უმეტესობა ინგლისურს (ან სხვა უცხო ენას) დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობს. ამ პერიოდში მათ მშობლების დახმარება ძალიან სჭირდებათ. დაინტერესდით, რას სწავლობს თქვენი შვილი გაკვეთილებზე და გადაამოწმეთ მისი ცოდნის დონე ონლაინ. თუ თავიდანვე მიჰყვებით პატარასთან ერთად უცხო ენის დაუფლებას, სირთულეები აღარ შეგექმნებათ.
• იმეცადინეთ თქვენც
დამატებითი გაკვეთილები თქვენც წაგადგებათ და ბავშვსაც. უმცროსებს ყოველთვის აქვთ უფროსებისადმი მიბაძვის მოთხოვნილება, ასე რომ, თქვენი მაგალითი აუცილებლად გადამდები იქნება. შეგიძლიათ ოჯახური სესიებისთვის ქართული ინოვაციური პლატფორმა Lingwing.com გამოიყენოთ. სახალისო დავალებები და მარტივი, თვალშისაცემი დიზაინი აუცილებლად მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას და ენის შესწავლას სასიამოვნო პროცესად აქცევს.
• ჩამოიყალიბეთ ჩვევა
ბავშვები ადრეულ ასაკში სწრაფად იმახსოვრებენ ინფორმაციას, მაგრამ ასეთივე სისწრაფით ივიწყებენ. ბავშვი ვერ შეძლებს ისწავლოს ენა, თუ თქვენ გარკვეული პერიოდულობით არ ამეცადინებთ. გამოყავით ენის შესასწავლად ერთი და იგივე დრო და შეაქეთ თქვენი შვილი ყველა მნიშვნელოვანი მიღწევისას.
დააწკაპუნეთ ფოტოზე და იხილეთ ვიდეო
• შეხედეთ სწავლას კომპლექსურად
Lingwing.com ენის შესწავლის ოთხივე კომპონენტს აერთიანებს (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა). თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა მალე დაიწყოს უცხო ენაზე საუბარი, პირველ რიგში მოსმენა უნდა ისწავლოს. საიტზე განთავსებული ხმოვანი დავალებები ამ მიზნის მიღწევაში ბევრად უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე გრამატიკის წიგნით მეცადინეობა. Lingwing-ზე განთავსებული საბაზისო დავალებები სრულიად უფასოა, თუმცა უფრო სწრაფი პროგრესისთვის სჯობს, პრემიუმ-პაკეტი შეიძინოთ.
მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილმაც იცოდეს, რისკენ მიდიხართ. მოუყევით, რომ უცხო ენის ცოდნა დაეხმარება მოგზაურობაში, შეძლებს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებთან მეგობრობას, საყვარელი მულტფილმების უკეთესად გაგებას, სანტა კლაუსისთვის წერილის მიწერას და ასე შემდეგ..
გახსოვდეთ, კვირაში 4 დღე მაინც, დღეში 15 წუთს თუ იმეცადინებთ, რეალურ შედეგს მიიღებთ. მოუსმინეთ და მიაჩვიეთ ყური რეალურ, ყოველდღიურ დიალოგებს, მერე კი დატკბით ბავშვის მიერ ოსტატურად გამეორებული ფრაზებით.
თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, დიდი შანსია, თქვენი შვილი ნამდვილ პოლიგლოტად ჩამოყალიბდეს.