"ჩემი შვილების სკოლის სასჯელი ჩემთვის... უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო იმიტომ, რომ თურმე თვალს უხარია"
"ჩემი შვილების სკოლის სასჯელი ჩემთვის... უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო იმიტომ, რომ თურმე თვალს უხარია"
სკოლის ფორმა, ძირითადად, საბჭოთა პერიოდთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, დღეს თითქმის ყველა კერძო სკოლის მოსწავლეს ფორმა აცვია. როგორც მშობლების კომენტარებიდან ირკვევა, ზოგიერთი საჯარო სკოლაც მოითხოვს, რომ ბავშვებმა თეთრი პერანგებით იარონ. ხუთი შვილის დედის, პედაგოგ ნინა არევაძე-კოტორაშვილის პოსტს  სკოლის ფორმის თაობაზე ბევრი მშობელი გამოეხმაურა. 
ნინამ შვილების თეთრი პერანგების ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი მინაწერი დაურთო: 
"გეცნოთ? ეს ჩემი შვილების სკოლის სასჯელია ჩემთვის. უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო ეს პერანგები მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში შავ–თეთრი ფორმები აქვთ შემოღებული.
რაც მთავარია, ამით მშობელთა და მასწავლებელთა უმრავლესობა აღფრთოვანებულია – თურმე "თვალს უხარია" ფორმიანი მოსწავლეების ხილვა... მე კი მძულს ეს სითეთრე, იმიტომ, რომ მძულდა მოსწავლეობის დროიდან, ყოველთვის მინდოდა "სხვა" ტანსაცმლის ჩაცმა და ყოველთვის ფორმა მეცვა. სძულთ ჩემს შვილებსაც, იმიტომ, რომ "სხვა ტანსაცმლის" ჩაცმა უნდათ... ხო, კიდევ, არგუმენტი, რომ ევროპისა და ამერიკის სკოლებშიც არის ფორმები, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ეს ჩემი საბჭოთა მოსწავლეობის დროინდელი მეხსიერებაა და მხოლოდ შეზღუდვებთან ასოცირდება. ამას ვერ ავცდი ჩემი შვილების დროშიც...
ახლა გეკითხებით – რა ვქნა, როგორ დავაღწიო თავი ამ თავსმოხვეულ ვალდებულებას?
რატომ არავის ესმის, რომ მრავალშვილიანი დედისთვის ეს სასჯელია?! ამიტომ, შენ, ვის "თვალსაც უხარია" თეთრპერანგიანი მოსწავლეების ხილვა, მოგიწოდებ :
მოკალი საბჭოთა სიმბოლოების სიყვარული შენში!".

პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ბევრი ეთანხმება, ბევრი კი ფიქრობს, რომ ფორმა პირველ რიგში, დროისა და ხარჯების ეკონომიაა. ჩვენს სატზე მშობელთა შორის გამოკითხვაც ჩავატარეთ, სადაც უმრავლესობამ ფორმის ტარება არჩია.
წაიკითხეთ ასევე:
15459
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
ანა
0
ჩემს დროსაც სკოლის ფორმით დადიოდნენ სკოლაში, , ანუ მე 5 კლასამდე ვატარეთ , ( შემდეგ უბრალოდ ქვეყანა აირია და ვიღას ახსოვდა ფორმა ) ,ჩჰვენი მშობლებიც რეცხავდნენ, აუთოვებდნენ, ათეთრებდნენ ჩვენს ფორმებს ,მაგრამ არაფერი დამართნიათ, როგორგაც გადაიტანეს. ძალიან კარგი რომ ფორმა ისევ იარსებებს, იქნებ მოსწავლეებს მოსწავლის შეგრძნება დაუბრუნდეთ და მიხვდნენ რომ სკოლაში იმყოფებიან სწავლისთვის და არა მოდების გამოფენისთვის. ამ "საშინელი " საბჭოთა კავშირის დროს მეტი ესმოდათ ადამიანებს განათლების სისტემაში ვიდრე დღეს, ყველაფერს ბავშვის ვაი თავისუფლებით და ვაი ფსიქოლოგიის სახელით რომ ამართლებენ !
15:53 / 13-09-2018
კატო
0
რატომ ართულებთ ყველაფერს ვერ ვხვდები. თუ ასეთი პრობლემა გაქვს, მიდი სკოლის დირექციასთან და დაელაპარაკე, აუხსენი რა გასაჭირშიც ხარ და იქნებ გამონაკლისი დაუშვას შენი შვილებისთვის. რა შუაშია აქ საბჭოთა და კაპიტალისტური წყობა, ყველა დროში განიხილებოდა ფორმის საკითხი. უბრალოდ 90იან წლებში საქართველოში რა სიტიაციაც იყო ყველას ახსოვს, რა დროს ფორმები იყო. ეხლა თუ ამას სახელმწიფო ან სკოლა გთავაზობს, რა არის ცუდი ამაში ვერ ვიგებ. არავის ეხერხება გარშემო ღილის დაკერება რომ წაგეხმაროს? )))
16:57 / 12-09-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?