"ჩემი შვილების სკოლის სასჯელი ჩემთვის... უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო იმიტომ, რომ თურმე თვალს უხარია"
"ჩემი შვილების სკოლის სასჯელი ჩემთვის... უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო იმიტომ, რომ თურმე თვალს უხარია"
სკოლის ფორმა, ძირითადად, საბჭოთა პერიოდთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, დღეს თითქმის ყველა კერძო სკოლის მოსწავლეს ფორმა აცვია. როგორც მშობლების კომენტარებიდან ირკვევა, ზოგიერთი საჯარო სკოლაც მოითხოვს, რომ ბავშვებმა თეთრი პერანგებით იარონ. ხუთი შვილის დედის, პედაგოგ ნინა არევაძე-კოტორაშვილის პოსტს  სკოლის ფორმის თაობაზე ბევრი მშობელი გამოეხმაურა. 
ნინამ შვილების თეთრი პერანგების ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი მინაწერი დაურთო: 
"გეცნოთ? ეს ჩემი შვილების სკოლის სასჯელია ჩემთვის. უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო ეს პერანგები მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში შავ–თეთრი ფორმები აქვთ შემოღებული.
რაც მთავარია, ამით მშობელთა და მასწავლებელთა უმრავლესობა აღფრთოვანებულია – თურმე "თვალს უხარია" ფორმიანი მოსწავლეების ხილვა... მე კი მძულს ეს სითეთრე, იმიტომ, რომ მძულდა მოსწავლეობის დროიდან, ყოველთვის მინდოდა "სხვა" ტანსაცმლის ჩაცმა და ყოველთვის ფორმა მეცვა. სძულთ ჩემს შვილებსაც, იმიტომ, რომ "სხვა ტანსაცმლის" ჩაცმა უნდათ... ხო, კიდევ, არგუმენტი, რომ ევროპისა და ამერიკის სკოლებშიც არის ფორმები, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ეს ჩემი საბჭოთა მოსწავლეობის დროინდელი მეხსიერებაა და მხოლოდ შეზღუდვებთან ასოცირდება. ამას ვერ ავცდი ჩემი შვილების დროშიც...
ახლა გეკითხებით – რა ვქნა, როგორ დავაღწიო თავი ამ თავსმოხვეულ ვალდებულებას?
რატომ არავის ესმის, რომ მრავალშვილიანი დედისთვის ეს სასჯელია?! ამიტომ, შენ, ვის "თვალსაც უხარია" თეთრპერანგიანი მოსწავლეების ხილვა, მოგიწოდებ :
მოკალი საბჭოთა სიმბოლოების სიყვარული შენში!".

პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ბევრი ეთანხმება, ბევრი კი ფიქრობს, რომ ფორმა პირველ რიგში, დროისა და ხარჯების ეკონომიაა. ჩვენს სატზე მშობელთა შორის გამოკითხვაც ჩავატარეთ, სადაც უმრავლესობამ ფორმის ტარება არჩია.
წაიკითხეთ ასევე:
15542
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
avoieee
1
რას ამბობ??მე მირჩევნია ის სამი პერანგი ვაითავო ვრეცხო,რაც მაქვს.ვიდრე ყოველდგე ვიფიქრო რა ჩავაცვა ბავშვს...ვისაც არ გვაქვს საშუალება ნაირნაირების ყიდვის იმატ ფორმა გვირცევნი ასე რომ ჩჰუმად ქალბატონო
19:42 / 27-10-2017
ucnobi
1
ხუთი შვილი თუ ყავს და ხუთივეს კერძო სკოლაში ატარებს, ღმერთმა სიკეთე მისცეს და ენა გააჩუმოს და პერანგების გაუთოვებაზე (აბა გარეცხვაზე არ წუხდება) ნუ წუწუნებს.
18:18 / 27-10-2017
თამარი
1
მეც სამი შვილის დედა ვარ და პირადად ჩემთვის სულაც არა არის სასჯელი თეთრი პერანგის გარეცხვა და გაუთოვება, მითუმეტეს ხელით უკვე რამდენი ხანია აღარავინ რეცხავს და ვფიქრობ რომ უფრო ლამაზადაც გამოიყურება სკოლის მოსწავლე თეთრ პერანგში. როდესაც სკოლაში ბავშვები ერთნაერი სამოსით დადიან მერწმუნეთ უფრო ნაკლები შურიანობის მომენტია.
15:32 / 27-10-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?