"ეს ვიდეო ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ დემონიზებულია მასწავლების ინსტიტუტი"
სოციალურ ქსელში ატვირთულმა ვიდეომ, რომლითაც მოსწავლე საკუთარი იუმორისტული უნარების გამოვლენას ცდილობს და საგაკვეთილო პროცესს შლის, უამრავი გამოხმაურება დაიმსახურა:
"თავმოყვარე მასწავლებელი ასეთ კლასში არც უნდა შედიოდეს"
" მშვენიერი მაგალითია იმისა, რა ხდება ქართულ სკოლებში"
" რა თავგასულობაა..."
" სანამ მასწავლებელს დაადანაშაულებთ, ხაზი გაუსვით მოსწავლის სითავხედეს"
" რა მოხდა ხალხო, ვის არ გიცელქიათ სკოლის ასაკში, ქვეყანა დაინგრა"?
"რამე რომ უთხრას მასწავლებელმა, როგორ შეიძლება"?
" ნეტავ, ერთეული შემთხვევები იყოს ასეთი"!!!
" ნუ დაიბოღმებით, რაც სასაცილოა იმაზე გაიცინეთ"!!!
ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩვენმა მკითხველმა, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, თავისი აზრი გაგვიაზიარა.
" განათლების სისტემაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის და უამრავი პრობლემა მისახედია, ამაზე არავინ დავობს. ეს ვიდეოც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი იგნორირებულია ხშირ შემთხვევაში მასწავლებლის ინსტიტუტი და როგორი უპასუხისმგებლო, უპატივცემულო დამოკიდებულებით გამოირჩევიან მოსწავლეები მათ მიმართ. რატომღაც გვავიწყდება, რომ მხოლოდ სამინისტრო და კონკრეტული პირები ვერასდროს შეძლებენ არსებული სიტუაციის გამოსწორებას, თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება ნება და გააზრება იმისა, ვის რა როლი გვეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტაშ-ფანდურის ფონზე ნამდვილად სავალალო შედეგი დაგვიდგება!".