სად უფრო იაფი დაგიჯდებათ სასკოლო ნივთების შეძენა? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა აღარ უწევთ, (განათლების სამინისტრო უფასოდ გადასცემს), მაინც ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლოდ მომზადება.
სად უფრო იაფი დაგიჯდებათ სასკოლო ნივთების შეძენა?
შარშანდელი წლისგან განსხვავებით, წელს პროდუქციის ნაირსახეობა წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" განსხვავებულია. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ სრული სასკოლო კომპლექტი "ბიბლუსში" საშუალოდ, 80 ლარი დაგიჯდებათ (ფასში შედის ზურგჩანთაც).
და მაინც, რამდენით განსხვავდება სხვა წიგნის მაღაზიებში სასკოლო ნივთები და "ბიბლუსის" ფასები?
მაგალითად, PONTO-ს ფირმის 24-ფურცლიანი A5 ფორმატის რვეულის ფასი თუ სხვა მაღაზიებში 65-დან 75 თეთრამდე მერყეობს, "ბიბლუსში" მისი ფასი 50 თეთრია. იმავე ფირმის 16-ფურცლიანი A4-ის ზომის სახატავი რვეულის ფასი სხვა მაღაზიებში 1-დან 1,20 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" კი მას 70 თეთრად შეიძენთ. თუ სხვაგან 12 ფერადი ფანქარი 1,55-დან 1,80 ლარამდე ღირს, "ბიბლუსში" მას ერთ ლარად და 15 თეთრად შეიძენთ. აკვარელის ფასი სხვაგან 2,40-დან იწყება და 2,50-მდე ადის, "ბიბლუსში" კი ლარი და 85 თეთრი ღირს; ერთ-ერთ ყველაზე საჭირო სასკოლო ატრიბუტს, წიგნის არაკალს, "ბიბლუსში" 45 თეთრად შეიძენთ, სხვაგან კი 60-70 თეთრად. PONTO-ს ფირმის ყვითელი კალამი "ბიბლუსში" 10 თეთრი ღირს, სხვაგან - 15-დან 20 თეთრამდე. საწერი დაფის ფასი სხვაგან თუ 4,90-დან 5 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" 3,30 ლარია. ხშირად 5 და 10 თეთრი საერთო ჯამში არც თუ მცირე დანაზოგი გამოდის. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, სად უფრო ღირს თქვენი შვილების სასკოლოდ მომზადება.
"ბიბლუსში" სასკოლო სეზონი 1-ლი სექტემბრიდან იწყება. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, 5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დიდი სასკოლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
კომპანია მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს ერთ სივრცეში შესთავაზებს, ამავე დროს კომპანიამ მშობლებსა და მათ პატარებზეც იზრუნა.
5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით "თბილისი ცენტრალში" შვილებთან ერთად მისულ მომხმარებელს სიურპრიზი ელოდება - მათი პატარების გართობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. გამოფენა-გაყიდვა სრული დატვირთვით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9-დან საღამოს 10-მდე იმუშავებს.
იხილეთ მეტი