რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს? - მეცნიერთა რჩევები მშობლებს
რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს? - მეცნიერთა რჩევები მშობლებს
შვილი რომ სკოლაში კარგად სწავლობს, მშობლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება ძნელი წარმოსადგენია. სამწუხაროდ, მშობლების დიდი ნაწილი ამ სიხარულს მოკლებულია. მეცნიერები ცდილობენ გააანალიზონ "სუსტი მოსწავლეების" სწავლაში ჩამორჩენის რეალური მიზეზები და კონკრეტული რჩევებით დაეხმარონ მშობლებს უკეთესი შედეგის მიღწევაში.

როგორი ბავშვები არიან პოტენციური ოროსნები?


გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ოროსნები ხმაურინი ხულიგნები, ფრიადოსნები კი წყნარი და შრომისმოყვარე ბავშვები არიან. მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საწინააღმდეგო დაამტკიცეს - აღმოჩნდა, რომ მორცხვი და წყნარი ბავშვები უმეტესად ცუდად სწავლობენ, განსაკუთრებით უმცროს კლასებში. მათ 4-14 წლის 4100 მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სასკოლო
წარმატებები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ზედმეტად წყნარი მოსწავლეები სწავლაში მოიკოჭლებენ. გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ მათ ხმაურიან და მხიარულ თანაკლასელებს.

"როცა ბავშვი შებოჭილია, კლასის ცხოვრებაში აქტიურად არ მონაწილებს და თანაკლასელებთან აქტიური ურთიერთობაც არ აქვს, ამის გამო ეთიშება სააღმზრდელო-განმავითარებელ პროცესს, რომელიც დაწყებით კლასებში მთლიანად თამაშის პრაქტიკასა და გუნდური სწავლების მეთოდებზეა დამოკიდებული", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი ელიზაბეტ ბელი.

მეცნიერები მშობლებს მოუწოდებენ, სკოლაში შესვლამდე დაიჭირონ თადარიგი, ანუ სკოლაში შეყვანამდე ყურადღება გაამახვილონ ბავშვის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე. "ასწავლეთ ბავშვს ურთიერთობები, გაუქრეთ უცხო ადამიანებისადმი შიში, შეაჩვიეთ თანატოლებთან კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარებას. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წერა-კითხვის ნაადრევად შესწავლა" - ასეთია მათი
რეკომენდაციები.

პრაქტიკოსი მასწავლებლებიც თანხმდებიან, რომ მოდუნება და ცუდი ნიშნები მოსწავლეებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რასაც მშობლები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. მოსწავლეთა 15% სწავლაში ჩამორჩება დაქვეითებული შრომისუნარიანობის, სტრესისა და გადაღლილობის გამო. ორგანიზმის ყველა ამ მდგომარეობების მიზეზი მშობლებთან ურთიერთობების დეფიციტი ყოფილა.

პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ჯგუფმა 5 000 მოსწავლე შეისწავლა და გამოარკვია, რომ ბავშვებს, ვისაც მშობლებთან ურთიერთობა აკლიათ, ოთხჯერ ნაკლები წარმატეტებები აქვთ სწავლაში თანატოლებთან შედარებით. უყურადღებობის მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობლის ასოციალური ქცევა, ასევე წარმატებული მშობლის დაძაბული სამუშაო გრაფიკი. ანუ ლოთისა და ნარკომანის შვილიც ისევე ზარალდება მშობელთან ურთიერთობის დეფიციტით, როგორც საოჯახო საქმეებზე ზედმეტად გადართული გამრჯე დიასახლისის, ან 24 საათით დაკავებული თანამდებობის პირთა შვილები.

რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს

mshoblebiსპეციალისტები კიდევ ერთ პრობლემაზე მიანიშნებენ - ბალანსირებული კვება და ბავშვის სრულფასოვანი დასვენება წარმატებული სწავლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ზოგჯერ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს იმის გამო, რომ კარგად ვერ გამოიძინა ან უბრალოდ, საუზმობა ვერ მოასწრო. ამის გამო პირველ გაკვეთილზე ძილი მოერევა, მე-2-მე-3 გაკვეთილზე კი ჭამის გარდა ვეღარაფერზე იფიქრებს.

აუცილებელია, რომ კვირაში ერთი დღე მაინც ბავშვი სრულად მოწყდეს სამეცადინო პროცესს.
რით დავეხმაროთ მოსწავლეს?

ნუ აიძულებთ, რომ მხოლოდ მეცადინეობისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მოამზადოს გაკვეთილები. თუ სხვაგან სურს მეცადინეობა, წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ. იქნებ სამზარეულოში მოფუსფუსე დედის გვერდით უკეთესად აზროვნებს? დედის გვერდით ყოფნა და ოჯახური სითბო მას თავდაჯერებას და ხალისს შემატებს.

ზოგიერთი ბავშვი ხალიჩაზე წამოკოტრიალებული უკეთესად აზროვნებს. გასაგებია, რომ ეს ორთოპედიული თვალსაზრისით გამართლებული არ არის, მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისების დაშვება შეიძლება. ბავშვების გარკვეული კატეგორია წინ და უკან სიარულისას უკეთ იმახსოვნებს გაკვეთილს, თითქოს მათი ტვინი ხელ-ფეხთან ერთად მუშაობს. სკოლაში ბავშვს მოძრაობა შეზღუდული აქვს, აცადეთ, ეს დანაკლისი სახლში შეივსოს.

დააკვირდით მის ჩვევებს

დააკვირდით, რა სახის ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებს თქვენი შვილი - მხედველობით, სმენითს თუ კინესტეტიკურს.
სმენითი მეხსიერების მქონე ბავშვები კარგად ითვისებენ ხმამაღლა წაკითხულ მასალას და წაკითხულის ვინმესთან ხმამაღლა გაზიარებაც სჭირდებათ. თუ ვინმესთან ხმამაღლა არ იმსჯელა, გაკვეთილი კარგად არ დაამახსოვრდება.
სხვა ბავშვები უკეთესად ითვისებენ თვალსაჩინოებებით გამყარებულ ინფორმაციას. კარგად ეხმარებათ ისრები, ცხრილები და გრაფიკები. თუ ბავშვი მარკერების შეძენას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, მას სჭირდება, რომ გამოკვეთილად მოინიშნოს ადგილები, რათა ინფორმაციის სისტემატიზაცია შეძლოს.

კინესტეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეები ყველაზე კარგად "კეთების" პროცესში, ანუ აქტიური სწავლებით, მოძრაობებით და სამუშაოს ხელით შესრულების დროს სწავლობენ. გიჟდებიან ცდებზე, მოდელების შექმნაზე. უმოძრაოდ მეცადინეობა უჭირთ, რადგან მოქმედება მათ ტვინს ჟანგბადით უკეთ ამარაგებს.

სამწუხაროდ, მოსწავლეების ზედმეტად დატვირთვა განსაკუთრებით დაწყებით ეტაპზე, კარგს არაფერს მოგიტანთ: ბავშვები უბრალოდ ვერ ასწრებენ ძალების აღდგენას და იფიტებიან, რაც მათ სასკოლო ნიშნების გარდა ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება.
37575
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
,,მშობლებო,,-ს
0
თქვენ ტონზე გეტყობათ რა დონის პედაგოგიც ხართ!ჯერ ბავშვებთან ურთიერთობა ისწავლეთ!უხეში,ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება რომ გაქვთ ბავშვებთან და მშობლებთანაც. ,,ნუ გაიჯეჯილეთ,, თქვენ! უზრდელი ,მხოლოდ ხელფასის გამო მომუშავე ამებები ,სხოლაში არ უნდა მუშაობდნენ!
13:08 / 04-01-2018
''მშობლებო''
5
ნუ გაიჯეჯილეთ ახლა. ბევრი დავალება ძალიან კარგია, მაგრამ რასაც თქვენ ბევრს უწოდებთ, სასაცილოა საგნის დასაუფლებლად. გეტყობათ სწავლის ფასი არ იცით, თორემ დავალების სიუხვით არ გამოხატავდით სწავლების დაბალ ხარისხს. მოკლედ, აბა კარგად თქვით, რითი იღუპება მომავალი? რის გამო ''შეძულდათ'' სწავლა, რომელიც სავარაუდოდ თქვენ შვილებს არც ყვარებიათ? სწავლა ბოლომდე არ გაქვთ გაცნობიერებული, ტყუილად ჩივით და საერთოდ სწავლის უფლება მოსაპოვებელია!
11:16 / 01-01-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?