მშობლებს სვიფტელებისგან განსაკუთრებული მილოცვა და სურპრიზი ელოდებათ ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტის" ინგლისური ენის პირველი უფასო ტურის რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა.
ინგლისური ენის ოლიმპიადაში, რომელიც 3 მარტს საქართველოს 9 ქალაქში ტარდება, მონაწილეობის მიღება მე-2 დან მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, ამავდროულად, მათ საგულშემატკივროდ მისულ მშობლებს სვიფტელებისგან განსაკუთრებული მილოცვა და სურპრიზი ელოდებათ.
"სვიფტის" ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს ტესტური მასალების ნიმუშების ნახვა და საკუთარი თავის გამოცდა www.swift.com.ge-ზე უკვე შეუძლიათ.
ახალი სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც მოსწავლეების მხარდაჭერას, განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება, ქართულ და ინგლისურ ენებში, ასევე მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში ჩატარდება.
სვიფტელებს ტესტირების გავლა თბილისში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, სამტრედიაში,
ბათუმსა და ზუგდიდში შეეძლებათ.
ოლიმპიადა ორი ტურის სახით ჩატარდება. მეორე ეტაპზე გადასულებს შორის კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც "სვიფტისგან" საოცნებო პრიზებს მიიღებენ.
დარეგისტრირდით ბმულზე: