გოგონები უკეთ სწავლობენ, მსოფლიოს კი მაინც მამაკაცები მართავენ. რატომ ხდება ასე? პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები სხვადასხვანაირად ითვისებენ სასწავლო მასალას. ამის მიზეზად ხან ნაბშვების ემოციური მდგომარეობა სახელდება, ხან ინტელექტის სხვადასხვა დონე. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვები სხვადასხვანაირად აზროვნებენ, ეს მათი სქესია. დიახ, გოგონების და ვაჟების გონება სხვადასხვანაირად არის მოწყობილი. ხშირად ამით არის გამოწვეული პრობლემები სწავლაში. (სხვადასხვანაირად მოწყობილი გონება მოგვიანებით ცოლ-ქმარსაც არანაკლებ თავსატეხს უჩენს).
დააკვირდით, ვინ უკეთ სწავლობ თქვენი შვილის კლასში, გოგონები თუ ბიჭები? დარწმუნებული ვარ, გოგონები. ყველა კლასში არის გამოუსწორებელი ოროსანი და ეს, როგორც წესი, ბიჭია. პატარაობიდანვე წიგნებისა და საწერი მოწყობილობების მოყვარულიც გოგოა. რატომ ხდება ასე?
მოსწავლეები ქალების ხელში
საქმე იმაშია, რომ თანამედროვე სკოლები სრულად "ქალური ორიენტაციისაა". მამაკაცი მასწავლებელი სანთლით არის საძებნი. ფიზკულტურის და შრომის მასწავლებლები მთავარ ამინდ ვერ ცვლიან, რადგან ისინი სააზროვნო დისციპლინებში არ მონაწილეობენ. ყველა დანარჩენ საგანში, რასაც აზროვნება სჭირდება, ბავშვები "ქალების ხელში" არიან. პროგრამასაც ძირითადად, ქალები ადგენენ, რომელიც ისევ "ქალურ" აზროვნებაზეა" მორგებული. ამიცომაა რომ უფრო ხშირად სწავლაში პრობლემები ბიჭებს ექმნებათ.
თანამედროვე სასკოლო პროგრამები ე.წ. "კოპიფეისთის" პრინციპზეა აგებული. ანუ "წაიკითხე და გადმოეცი შენაარსი", "გაეცანი წესს და მის მიხედვით ამოხსენი მაგალითი", "ნიმუშის მიხედვით ამოხსენი დანარჩენები" და ა. შ. ტიპიური ქალური აზროვნების ნაყოფია, რომელმაც სკოლებში ღრმად გაიდგა ფესვები.
რით განსხვავდება მამაკაცური აზროვნება? მამაკაცის ტვინი გადახარშავს რა მოცემულ წესებს, უჩნდება მოთხოვნილება, რომ თავად შექმნას ახალი იდეა და წესი. ამიტომაა, რომ გოგონებს უადვილდებათ წესების მიხედვით საშინაო დავალებების შესრულებება, ბიჭები კი ამაში აზრს ვერ ხედავენ - ხომ ისწავლეს წესები, რაღა საჭიროა მის ათასჯერ გამოყენება.
ფეთხუმი ბიჭები
გოგონები დაფასთანაც უკეთ პასუხობენ - ვერბალური ცენტრები მათ უკეთ უმუშავებთ. ამიტომ იდგამენ ენას გოგონები ბიჭებზე ადრე და ეს ნორმალურია. მოგვიანებით გოგონები უკეთ აყალიბებენ აზრს, ვიდრე ბიჭები.
ბიჭისთვის მთავარია აზრი, "ენად გაკრეფა" კი გოგონების საქმეა. გოგონები მონაყოლს უმნიშვნელო დეტალებითაც ამდიდრებენ, რაც მასწავლებლებს ძალიან მოსწონთ და ბიჭის მშრალი პასუხების ფონზე უფრო მაღალ შეფასებასაც იმსახურებენ.
ბიჭებს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში უწევთ შეგუება აზრთან, რომ მთავარი იდეა კი არაა, არამედ ვრცელი პასუხი, ნასწავლის კარგად გადმოცემა, წესების დაცვა. გაიხესენეთ, რა რეაქცია აქვთ მასწავლებლებს დაჭმუჭნულ და დალაქავბულ რვეულებზე, მოუწესრიგებელ სასწავლო ნივთებზე. მაგრამ ისიც გაიხსენეთ, როგორია ნებისმიერი პროფესიონალის სამუშაო მაგიდა, რომელიც ახალ იდეებს ეძებს და ახალს ქმნის. იქ იდეალურ წესრიგზე საფიქრალად არ სცალიათ. ასევეა ბიჭიც - დალაგებზე ფიქრი მეტისმეტი წვრილმანია მისი გრანდიოზული იდეებისთვის. სკოლაში კი ყველაფერი პირიქითაა...
მტანჯველი პროცესი
ბუნებრივია, გოგოებსაც განვითარებული აქვთ შემოქმედებითი აზროვნება, მაგრამ ბიჭებს განსაკუთრებულად ტანჯავთ სწავლების ისეთი მეთოდები, სადაც მთავარია ინფორმაციის შესწავლა და არა მისი მოპოვება, სადაც მათ თვალწინ არაფერ ახალს არ ქმნიან .
გოგონებსაც და ბიჭებსაც განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე უყალიბდებათ ვიზუალურ-შემოქმედებითი, შემდეგ კი ვერბალურ-ლოგიკური აზროვნება. თუმცა ერთი და იგივე ეტაპი თითოეულზე სხვადასხვანაირად აისახება.
მაგალითად გოგონებს შეუძლიათ 2 საათი მოუნდნენ თოჯინის სახლის მოწყობას. ჯერ ავეჯს დააწყობენ, ყველა ნივთს თავის ადგილს მიუჩენენ
და მერე იწყებენ მოქმედებას. ბიჭები კი მანქანებს მიუსხდებიან თუ არა, მაშინვე რბოლას გააჩაღებენ.
როცა გოგო და ბიჭი სურათს აღწერენ, ასეთ შედეგს ვიღებთ: გოგონა დეტალურად გადმოცემს როგორია პრინცესას სასახლე, რა ფერის ყვავილია გაშლილი ეზოში, რა აცვია პრინცესას, ხელში რა უჭირავს და ასე შემდეგ.
ბიჭის კომენტარები კი ასეთია - "გააქანა და ბაახ -დაეჯახა. ბუჰ,ბუჰ ესროლა და ვუუუუ, გააქანა მანქანა - ანუ მისთვის მთავარია მალე გააჩაღოს მოქმედება. სულ არ აინტერესებს რა ფერია და სად დგას სახლი.
წარმოიდგინეთ ასეთ აღწერას რომ ჩააბარებს მასწვლებელს... ძალიან მცირე შანსია, რომ შეაქონ, უარეს შემთხვევაში კი საყვედური და მთელი კლასის წინაშე შერცხვენა არ ასცდება. როგორ ფიქრობთ, დადგება როდესმე მისგან კარგი მოსწავლე?