"თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა?" - მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
"თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა?" - მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა (იხილეთ ანგარიში), უამრავი კომენტარი მოჰყვა აქვე თუ სოციალურ ქსელში. მასწავლებლები და მშობლები ხშირად ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება... 
ეს ერთ-ერთი მასწავლებლის კომენტარია, რომელიც მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობლების გულგრილობას ასახელებს: 

"17 წელია მასწავლებელი ვარ და მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება... სკოლა გაივსო უზრდელი, უწიგნური, თავხედი ბავშვებით. როცა მშობელს გავაცნობთ სიტუაციას, ისიც თუ მოვიდა სკოლაში, ხშირ შემთხვევაში ცა და ქვეყანა უნდა შეძრა,
სკოლაში რომ მობრძანდნენ და საკუთარი შვილების ამბავი მოიკითხონ, და თუ მოვიდა იცით, რას ამბობენ... სკოლაში ასწავლეთ ზრდილობა, კითხვა და მოქცევა და ა.შ. სამაგიეროდ ისინი ამ დროს სერიალის ცქერით, ყავის სმით, პირში სიგარეტგაჩრილი ქუჩებში დაქრიალობენ და თუ რამე არ მოეწონათ სკოლაში, საქვეყნოდ გამოგაჭენებენ...
თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია... როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა? ძალადობის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ... ეს კატასტროფაა, მაგრამ მოსწავლეები შეგნებულად რომ ძალადობენ ფსიქოლოგიურად მასწავლებლებზე, ეს არ არის საგანგაშო? ვაი ზოგიერთ მშობელს... მე ისინი მეცოდებიან, დროზე მოდით გონს, მოეშვით მასწავლებლების გაკიცხვას, ეს რაღაც ამ ბოლო დროს ძაან მოდური
გახდა... საქმით დაკავდით, შვილები კი არ გაზარდოთ, არამედ აღზარდეთ და მერე იქაქანეთ მასწავლებლებზე, დარწმუნებული ვარ, 10 წუთსაც ვერ გაძლებთ ისეთ კლასებში, სადაც 36 მოსწავლეა...
ნანო
18889
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
Vika
0
Zaladobis momxre aravinaa dges.yvelafers nu azviadebt.moswavleebis mxridan fsiqologiur zaladobaze ras ityvit? Rogor unda agzardos bavshvi maswavlebelma rodesac shenishvnis micemis ufleba ara aqvs.moswavle rom chuchyian windas gaixdis da maswavleblis tandaswrebit klasels cxvirshi urchobs eg normaluri saqcielia? An ar ixmauroze rom gejganeba?scadet ertxel shebrzandit klasshi sadac 35 moswavlea.mshoblebis 80 % shvilis swavlit da agzrdit araa dakavebuli.dilidan derefnebshi dganan,saubroben da skolis bufetshi yavas miirtmeven.ar maxsovs egeti faqti romelimes ekitxa moswavleze rame.da nu gvayvedrit im mizerul xelfass romelsac vigebt.skolidan dastresili movdivar.da bolos- ratqmaunda yvela mshobels eg ar exeba,arc yvela moswavles.me maswavlebeli var .chemi movaleobaa sagani vaswavlo da ara is rom merxze fexebis dawyoba -uzrdelobaa.mit umetes rom amis uflebac ki chamogvartves.bavshvi ojaxidan modis.kultura da moqceva mshoblebma unda aswavlon.
00:57 / 25-04-2018
deda
9
მართალია, მსხალი მხოლოდ მსხალს მოისხავს, ისევე როგორც თუ ნიორს დათესავ რო გაიზრდება სუნი რატომ აქვსო არ უნდა თქვა. ის მშობლებიც უვარგისმა მასწავლებლებმა გაზარდეს, რომლებიც მხოლოდ ფულით წერდნენ ნიშნებს და ცოდნა კი არანაირი არ ჰქონდათ. პრესტიჟის გამო შედიოდნენ პედაგოგიურზე. მოსწავლე რომ ხედავდა მშრომელი პატიოსანი მშობელი მშიერი იყო, უსინდისო, ქრთამისტი მასწავლებელი კი შვილებს არაფერს აკლებდა აღარ მოუნდა რაც მიიღო იგივე გასცა.
17:37 / 24-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```