რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ კერძო სკოლებში?
რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ კერძო სკოლებში?
1 / 11
Next
საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლების მიმართ, რასაც ბუნებრივია, მოეძებნება თავისი ახსნა. თუმცა ამჯერად შევეხებით თემას, თუ რომელია ამ სკოლებს შორის ყველაზე პრესტიჟული, სხვადასხვა კრიტერიუმით და ასევე ყველაზე ძვირად ღირებული, რა თანხის გადახდა უწევთ მშობლებს და რა სერვისით გამოირჩევიან აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებები:

QSI- საერთაშორისო სკოლა

თბილისში არსებულ ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შორის უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს QSI - საერთაშორისო სკოლა. როგორც გავარკვიეთ, ამ სკოლაში სწავლის გადასახადი წელს 25 ათასი დოლარია. სკოლა თბილისის დიპლომატიურ
სოფელში მდებარეობს. გარდა სკოლისა, დიპლომატიურ სოფელში საერთაშორისო ბაღიც არის. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ. QSI-ის ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა.

mshoblebi

თავდაპირველად სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობდა, რამდენიმე წელიწადში კი, აღსაზრდელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა, სკოლამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლებით დაკომპლექტდა. დროთა განმავლობაში QSI-მ მსოფლიოს 30 ქვეყანაში 37 სკოლა დააარსა და ხუთი კონტინენტი მოიცვა. 
mshoblebi
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 11
Next
19913
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
..
2
ამდენი უცხოური სკოლა ნიშანია ქვეყნის როგორც სახელმწიფოს უუნარობის გერმანიაში მხოლოდ გერმანულადაა სწავლა! პაკაზუხა ქართველებს არ გვანან და არც ამდენ ფულს გადაიხდიან სწავლაში .. საქართველოში სწავლა მარყო ფულიანებისთვის ყოგილა საჯარო სკოლები მიგდებულია რიგორცა ჩანს.. მარაზმია ასეთი ძვირიანი პრესტიჟული სკოლები დარწმუნებული ვარ კარგი მოსწავლე საჯარო სკოლის ერთი Eრთზე რომ შეაჯიბრო არ ჩამორჩება პრესტიჟული სკოლის მოსწავლეს.. სკოლის ასაკში ასეთინ კლასობრი დაყოფა მიუთებლად მიმაჩნია სკოლა უნდა იყოს უფასო ყველასთვის და თვითოეული სკოლა უნდა იყოს რაღაცით პრესტიჟული რომ არაბის არ ქონდეს შეგრძნება ვითომ დაბალი დონეა რომ არავინ არავის არ დაუწყოს არავის ზემოდან ყურება!
21:30 / 06-09-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?