ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ძალიან გრძელ და სახიფათო გზას გადის სკოლისკენ მილიონობით ბავშვისთვის ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა ბევრ ქვეყანაში სწავლა ნამდვილ ფუფუნებად ითვლება. ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ძალიან გრძელ და სახიფათო გზას გადის სკოლისკენ, რათა განათლება მიიღოს. მათ არც ნორმალური გზა აქვთ, არც ხიდი, ვერ სარგებლობენ სამარშრუტო ტაქსებით და არც მშობლებს დაჰყავთ ავტომობილებით. ამ ფოტოებზე ბავშვების სკოლისაკენ მიმავალი გზებია ნაჩვენები. ამ გზას ბავშვები ყოველდღე გადიან.
5-საათიანი გზა სკოლისკენ, რომლის სიგანე მხოლოდ ერთი მეტრია, ჩინეთი
მოსწავლეები კლდეზე კიბეებით ადიან, რომლებიც დამაგრებულიც არაა. სოფელი ინგ ავანი, ჩინეთი
მოსწავლეების ინტერნატამდე მისასვლელად ჰიმალაის მთებზე გადასვლა უწევთ.
მოსწავლეები დაკიდებულ ხიდზე გადადიან. ლებაკი, ინდონეზია
ეს ბავშვები კი სკოლაში მისასვლელად ყოველდღე 800-მეტრიან ფოლადის სადენით გადაადგილდებიან მდინარე რიო-ნეგროზე, კოლუმბია
ბავშვებს მერხები და სკამები არ ჰყოფნით და დედები სკოლებში თავიანთი სკამებითა და მაგიდებით მიაცილებენ. ჩინეთი
მოსწავლეები სკოლაში კანოეთი მიდიან, ინდონეზია
გზად ხეების ფესვებისგან შექმნილ ხიდზე გადადიან, ინდოეთი
ეს გოგონა კამეჩზე ამხედრებული მიდის სკოლაში. ინდოეთი
ეს ნეპალელი ბიჭი - ვირზე.
ამ ტრანსპორტით სკოლაში მიდიან, ინდოეთი
გზად დანგრეულ ხიდზეც გადადიან, ჩინეთი
სკოლიდან დაბრუნებისას, ინდოეთი
სკოლისაკენ თვითნაკეთი ტივით, ინდონეზია
გაჭიმული ბაგირით 10 მეტრ სიმაღლეზე, ინდონეზია
მდინარის მეორე ნაპირზე გაბერილი საბურავით, ფილიპინები