გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელს წელს პირველად სასკოლო წიგნებსაც შესთავაზებენ წინასასკოლო საყიდლებისთვის მაღაზია "ბიბლუსის" ქსელს მშობლებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. მაღაზიებში სასკოლო სეზონი 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. 5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით კი სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დიდი სასკოლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
კომპანია მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს ერთ სივრცეში შესთავაზებს, ამავე დროს შოპინგი რომ უფრო კომფორტული იყოს, კომპანია შვილებთან ერთად მისულ მომხმარებელს სასიამოვნო დახვედრას მოუწყობს - მათ პატარებს სხვადასხვა ზღაპრის გმირები გაახალისებენ. გამოფენა-გაყიდვა სრული დატვირთვით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9-დან საღამოს 10-მდე იმუშავებს.
როგორ კომპანიის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელს წელს პირველად სასკოლო წიგნებსაც შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ბიბლუსმა" დაიწყო საბავშვო ნახატების კონკურსი სახელწოდებით "ჩემი ზაფხული", რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების ასაკი 6-დან 8 წლამდეა. ზაფხულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, მშობლებს შეგიძლიათ კომპანიის ცენტრალურ ოფისში, კოსტავას #47-ში, ან მისი ელექტრონული (დასკანერებული) ვერსია იმეილზე biblusi@biblusi.ge გაგზავნოთ. საუკეთესო ნახატს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულ პატარას კომპანია სასკოლო ნივთების სრულ კომპლექტს გადასცემს, 15 სექტემბერს კი სკოლაში "ბიბლუსის" ბიჭუნა მიიყვანს.
სრული სასკოლო კომპლექტის გარდა, მომხმარებელს "ბიბლუსი" კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს - "ბიბლუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე www.biblusi.ge განთავსდება სპეცშეთავაზებები ორ საფასო კატეგორიაში: "გოგონებისათვის" და "ბიჭებისათვის". ერთი სახის კომპლექტი 87 ლარის ნაცვლად 65 ლარი ეღირება, ხოლო მეორე კომპლექტი - 191 ლარის ნაცვლად 140 ლარი. კომპლექტის სრულ ჩამონათვალს მომხმარებელი "ბიბლუსის" ვებგვერდზე 1-ლი სექტემბრიდან ნახავს.
მშობლებო, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. 15 სექტემბერი ყველა პირველკლასელისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, გაულამაზეთ ეს დღე თქვენს შვილებს.