მშობელთა მეორე ნაწილი კი ამ იდეას შორეულ საბჭოეთში დაბრუნებასთან აიგივებს და სკოლის ფორმების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ მსოფლიოს ბევრ ცნობილ
სლაიდერში დაათვალიერეთ უცხოურ სკოლებში არსებული ფორმების დიზაინი
კემბრიჯამდე, მართალია, ბევრი გვიკლია, თუმცა mshoblebi.ge-მ საქართველოშიც მოძებნა სკოლები, სადაც მოსწავლეები სკოლის მიერ შემოღებული ფორმებით დადიან. მათ შორისაა თბილისის 156-ე, 176-ე, 82-ე, 212-ე 159-ე სკოლები.
ფორმას ატარებენ ქ. ქუთაისის #1 საჯარო სკოლაშიც. თეა მიქაძე ამ სკოლის აღსაზრდელის მშობელია, რომელიც სკოლის გადაწყვეტილებას მიესალმება. ის mshoblebi.ge-ს სკოლის ფორმების
ასევე დაგაინტერესებთ
“პირველსკოლელები ფორმას პირველი კლასიდან ატარებენ. ეს ხაზს უსვამს მათ მოწესრიგებულობას, დისციპლინას და თვითმყოფადობას. ერთნაირად ჩაცმული ბავშვები კარგი სანახავია და ამავდროულად, არ იწვევს ბავშვებს შორის შურს. ყოველთვის ზუსტად იცი, რა უნდა ჩააცვა სკოლაში მიმავალ ბავშვს, თუმცა, რაც დრო გადის, თვითონ ბავშვს, განსაკუთრებით გოგონას, უჩნდება სურვილი, უფრო განსხვავებულად გამოიყურებოდეს. რამდენად გვეყოფა ნებისყოფა ბოლომდე ვატაროთ ფორმა, ეს დროის საკითხია. დირექცია ითხოვს, გამკაცრდეს მაღალ კლასებთან მიმართებაში ფორმების საკითხი“, - ამბობს მშობელი.
ნინო ხუციშვილმა შვილები თბილისის 65-ე საჯ. სკოლიდან სხვა სკოლაში გადაიყვანა. მშობელს ძალიან მოსწონდა წინა სკოლის რეგულაციები ფორმებთან დაკავშირებით და სურვილი აქვს, ახალ სკოლაშიც დამკვიდრდეს მსგავსი რამ:
„მოსწავლე რომ ფორმით უნდა დადიოდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ჯერ ერთი რომ მასწავლებელი ცისარტყელების საყურებლად არ დადის. ჩვენს ძველ სკოლაში ფორმები გვქონდა და იქ ატმოსფეროც კი სხვანაირი იყო. განწყობა სასწავლოა.
გოგონა მეოთხე კლასელია, ვაჟი - მეორე და ზუსტად ვიცი, რა არის ჩაცმის პრობლემა! მიუხედავად იმის, რომ სკოლისთვის ნაყიდი მაქვს ყველაფერი, მზად ვარ, ფორმა შევუძინო ორივეს, თუ სკოლა ამას მოითხოვს“, - ამბობს ხუციშვილი
როგორც mshoblebi.ge-მ გაარკვია, სკოლამ კი არა, თავად მშობელმა უნდა მოითხოვოს ფორმების შემოღება, თუ ამის სურვილი აქვს. ამის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს მარიამ ჩიქობავას ვესაუბრეთ:
“თუ მშობელს სკოლაში ფორმების შემოღების სურვილი აქვს, შეუძლია სამეურვეო საბჭოს მიმართოს. საბჭოში შედის ყველა საფეხურის მოსწავლის მშობელი, როგორც მშობელთა წარმომადგენელი. ასევე, შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციას. ისინი განიხილავენ შემოთავაზებას და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ“, - ამბობს ჩიქობავა.
მარიამ ელიაშვილი
მშობლები სკოლაში ფორმების დაბრუნებას ემხრობიან - რა უპირატესობა აქვს სასკოლო ფორმას?