დაწესდება თუ არა ფორმები სკოლებში და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ფორმების შემოღება სურს - სამინისტროს პასუხი
დაწესდება თუ არა ფორმები სკოლებში და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ფორმების შემოღება სურს - სამინისტროს პასუხი
სასკოლო ფორმები თითქოს საბჭოთა ეპოქას გაჰყვა უკან. დღეს ბიჭებიცა და გოგონებიც სკოლაში წასვლამდე სარკის წინ საგულდაგულოდ ემზადებიან და ორიგინალურად ჩაცმისთვის ფანტაზიასა თუ ოჯახის ბიუჯეტს არ იშურებენ. მშობლების უმეტესობას კი უჭირს მოზარდის გემოვნების დაკმაყოფილება და ამიტომაც ბევრი დედა სკოლაში ფორმების შემოღების მომხრეა. კერძო სკოლები, ძირითადად, კვლავ ფორმით სიარულს ითხოვენ.
მშობელთა მეორე ნაწილი კი ამ იდეას შორეულ საბჭოეთში დაბრუნებასთან აიგივებს და სკოლის ფორმების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ მსოფლიოს ბევრ ცნობილ
სკოლაში მოსწავლეთა ჩაცმულობას მკაცრად აკონტროლობენ და სხვადასხვა ასაკისა თუ სეზონის შესაბამისი უნიფორმები აქვთ. მაგალითად, კემბრიჯის საშუალო სკოლაში შემოღებულია რეგულაციები არამხოლოდ ტანსაცმელებზე, არამედ ფეხსაცმელებზეც. მოსწავლეებს სპორტული ფეხსაცმლებისა და სანდლების ჩაცმა, წინდების გარეშე, ეკრძალებათ.

სლაიდერში დაათვალიერეთ უცხოურ სკოლებში არსებული ფორმების დიზაინი


კემბრიჯამდე, მართალია, ბევრი გვიკლია, თუმცა mshoblebi.ge-მ საქართველოშიც მოძებნა სკოლები, სადაც მოსწავლეები სკოლის მიერ შემოღებული ფორმებით დადიან. მათ შორისაა თბილისის 156-ე, 176-ე, 82-ე, 212-ე 159-ე სკოლები.
ფორმას ატარებენ ქ. ქუთაისის #1 საჯარო სკოლაშიც. თეა მიქაძე ამ სკოლის აღსაზრდელის მშობელია, რომელიც სკოლის გადაწყვეტილებას მიესალმება. ის mshoblebi.ge-ს სკოლის ფორმების
არსებობის დადებით მხარეებზე ესაუბრა:
“პირველსკოლელები ფორმას პირველი კლასიდან ატარებენ. ეს ხაზს უსვამს მათ მოწესრიგებულობას, დისციპლინას და თვითმყოფადობას. ერთნაირად ჩაცმული ბავშვები კარგი სანახავია და ამავდროულად, არ იწვევს ბავშვებს შორის შურს. ყოველთვის ზუსტად იცი, რა უნდა ჩააცვა სკოლაში მიმავალ ბავშვს, თუმცა, რაც დრო გადის, თვითონ ბავშვს, განსაკუთრებით გოგონას, უჩნდება სურვილი, უფრო განსხვავებულად გამოიყურებოდეს. რამდენად გვეყოფა ნებისყოფა ბოლომდე ვატაროთ ფორმა, ეს დროის საკითხია. დირექცია ითხოვს, გამკაცრდეს მაღალ კლასებთან მიმართებაში ფორმების საკითხი“, - ამბობს მშობელი.

alt"ჩემი შვილების სკოლის სასჯელი ჩემთვის... უნდა ვხარშო, ღილები ვაკერო და ვატკიცინო იმიტომ, რომ თურმე თვალს უხარია"



ნინო ხუციშვილმა შვილები თბილისის 65-ე საჯ. სკოლიდან სხვა სკოლაში გადაიყვანა. მშობელს ძალიან მოსწონდა წინა სკოლის რეგულაციები ფორმებთან დაკავშირებით და სურვილი აქვს, ახალ სკოლაშიც დამკვიდრდეს მსგავსი რამ:
„მოსწავლე რომ ფორმით უნდა დადიოდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ჯერ ერთი რომ მასწავლებელი ცისარტყელების საყურებლად არ დადის. ჩვენს ძველ სკოლაში ფორმები გვქონდა და იქ ატმოსფეროც კი სხვანაირი იყო. განწყობა სასწავლოა.

alt”მეცხრე კლასიდან ბავშვი იმიტომ გამოვიდა, რომ სხვებივით კარგად არ ეცვა” - უნდა ეცვათ თუ არა მოსწავლეებს ფორმები



გოგონა მეოთხე კლასელია, ვაჟი - მეორე და ზუსტად ვიცი, რა არის ჩაცმის პრობლემა! მიუხედავად იმის, რომ სკოლისთვის ნაყიდი მაქვს ყველაფერი, მზად ვარ, ფორმა შევუძინო ორივეს, თუ სკოლა ამას მოითხოვს“, - ამბობს ხუციშვილი
როგორც mshoblebi.ge-მ გაარკვია, სკოლამ კი არა, თავად მშობელმა უნდა მოითხოვოს ფორმების შემოღება, თუ ამის სურვილი აქვს. ამის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსს მარიამ ჩიქობავას ვესაუბრეთ:
“თუ მშობელს სკოლაში ფორმების შემოღების სურვილი აქვს, შეუძლია სამეურვეო საბჭოს მიმართოს. საბჭოში შედის ყველა საფეხურის მოსწავლის მშობელი, როგორც მშობელთა წარმომადგენელი. ასევე, შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციას. ისინი განიხილავენ შემოთავაზებას და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ“, - ამბობს ჩიქობავა.
მარიამ ელიაშვილი

altმშობლები სკოლაში ფორმების დაბრუნებას ემხრობიან - რა უპირატესობა აქვს სასკოლო ფორმას?


22242
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (27)
უსაშველო
2
აბა რა მოსაწონია კიკინებიანი და წვერებიანი ბიჭები (წევრებსაც გააჩნია),დაფლეთილი შარვლები,საიდანაც უკაცრავად და ტრუსები უჩანთ, მოტმასნილი მაიკები,საიდანაც ჭიპი იჭყიტება,ასეთები ქუჩაში ცოტანი გვხვდებათ და სასიამოვნო სანახავია?მესმის ბატონო დახეული ჯინსები მოდაშია,მაგრამ დაფლეთილი? რატომღაც ყველას ერთი სიტყვა აკერია დღესდღეობით,ადამიანი ხომ თავისუფალია,დიახ თავისუფალია,მაგრამ არსებობს ქაღალდზე დაუწერელი ზნეობრივი მორალი,რომელსაც კულტურა ქვია,რითაც უკულტუროსაგან სწორედ მოქმედებით გამოირჩევა,სრული თავისუფლები კი მარტო გიჟები არიან და არაა სასურველი მთელი ქვეყანა გიჟს რომ დაემსგავსოს.
00:14 / 30-07-2019
ჟანა
1
დიდი სიამოვბებით 160 ცე სკოლაში რომ შემოიგონ თანახმა ვიქნებით უმეტესობა...
13:51 / 29-07-2019
Madona
0
Chemi shvilebi 132 skolis moswavleebi arian da momxreviqnebi tu chvenskolashic shemova formebi
23:05 / 28-07-2019
სალომე
1
მე 159 საჯარო სკოლის მოსწავლეებუს დედა ვატ,უზომოდ კმაყოფილი ვარ ფორმებით,ზუსტად ვიხი რას იცვამს ჩემი 0ატარა სკოლაეი წასვლისას.დამერწმუნეთ ძაალიან მაგარია
19:49 / 28-07-2019
მარი
1
ნეტავ 174 საჯარო სკოლაშიც შემოიღონ სასკოლო ფორმები, რადგან ბავშვები სკოლაში კი არ მიდიან, არამედ თითქოს სატრიპაჩოდ ვის უფრო მაგარი და ახალი, ძვირიანი ზმანი აცვია. ძალიან იჩაგრებიან ის ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ შედარებით შეძლებული მშობლები. ყველა სკოლას სჭირდება სასკოლო ფორმა, და სპორტის გაკვეთილზე რომ მოაწესრიგონ გამოსაცვლელი კარგი იქნება, რადგან იმ დღეს როდესაც სპორტის გაკვეთილი აქვთ ვერ იცვლიან საშინელი პირობების გამო და ოფლიანები დადიან მთელი ის დრო სანამ სკოლაში არიან. მარტო პრემიებს რომ იწერთ მთავრობის წევრებო საქმეც რომ გააკეთოთ კარგი იქნებოდა.
19:04 / 28-07-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?