ბევრმა მშობელმა და მოსწავლემ არ იცის, რომ სკოლებში მოსწავლეთა ქცევის კოდექსი მოქმედებს ბევრმა მშობელმა და მოსწავლემ არ იცის, რომ სკოლებში მოსწავლეთა ქცევის კოდექსი მოქმედებს. მისი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შეიძლება გაკვეთილიდან გააძევონ, გაკვეთილებზე დასწრება დროებით აუკრძალონ, ზარალი აანაზღაურებინონ ან იძულებითი შრომა დააკისრონ.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოსწავლეთა ქცევის კოდექსიდან, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათ გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ:
სკოლის არასაპატიო გაცდენა; დაგვიანება; გაკვეთილის ჩაშლა; გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; მასწავლებლის/მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა; პლაგიატიზმი; ვანდალიზმი - სკოლის ქონების შეგნებული დაზიანება/გაფუჭება; სკოლის ტერიტორიაზე ძალადობა; ქურდობა; იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა; ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება/ვაჭრობა; (სისხლის სამართლის იმ დანაშაულებებისათვის, როგორიცაა: ქურდობა,იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა, ნარკოტიკების მოხმარება და ვაჭრობა სკოლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების ან არდაწესების მიუხედავად გამოიყენებს დისციპლინურ სახდელს).
სიტყვიერი შენიშვნა; შენიშვნა შეიძლება მიეცეს მოსწავლეს ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის/ნორმების დარღვევის შემთხვევაში სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის მიერ. დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს გადაცდომის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში განთავსება. დისციპლინური ნორმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ( თუნდაც დაფიქსირდეს სხვა ნორმის დარღვევა) მოსწავლეს მიეცემა წერილობითი საყვედური დისციპლინური კომიტეტის მიერ.
მოზარდებისთვის აკრძალვა და სასჯელი ყოვლად უშედეგოა - მეცნიერების ახალი დასკვნა
საყვედური (წერილობითი ფორმით); დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს დოკუმენტის ფორმა ( იხ. დანართი) სადაც მითითებული იქნება მოსწავლის სახელი და გვარი, გადაცდომის სახე, გადაცდომის დრო და ხელმოწერილი უნდა იქნას მოსწავლის, მშობლის და დისციპლინური კომიტეტის წარმომადგენლის ან გადაცდომის დამფიქსირებლის მიერ. გადაცდომის განმეორების შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება. აღნიშნული სახდელი ვრცელდება გადაცდომის ყველა ფორმაზე გარდა ”ნულოვანი ტოლერანტულობის” მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახდელით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლეზე გავრცელდება ”ნულოვანი ტოლერანტულობის” * მუხლით გათვალისწინებულ სახდელი. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ); კონკრეტული გადაცდომის ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში მოსწავლე დაითხოვება საგაკვეთილო პროცესიდან 5-იდან 10 დღის ვადით. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5 დღემდე ვადით - დირექტორის გადაწყვეტილებით; აღნიშნული სახედელი დაეკისრება მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სკოლის დირექცია საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლის ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში სწავლის დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახი/ბიბლიოთეკის გამოყოფა. მეთვალყურეობა ეკისრება (1) დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში და (2) დამრიგებელს. მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით - დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით და ფარული კენჭისყრით; აღნიშნული სახედელი დაეკისრება მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლის დირექცია და დისციპლინური კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლის ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში სწავლის დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახი/ბიბლიოთეკის გამოყოფა. მეთვალყურეობა ეკისრება (1) დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში და (2) დამრიგებელს. მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად.სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლაში მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ
გაკვეთილიდან გაძევება; გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის მიერ იგზავნება დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან აღმზრდელობით დარგში. მოსწავლე ამ კონკრეტული გაკვეთილის დასრულებამდე რჩება დირექციის და გაკვეთილების შემდგომ ერთი საათით რჩება ბიბლიოთეკაში ე.წ სარეაბილიტაციო კლასში და ამზადებს შემდეგი დღის გაკვეთილებს. მოსწავლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, გაკვეთილიდან გაძევება ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად. მას ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკარი ან მორიგე მასწავლებელი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ესცნობება მშობელს და დისციპლინურ კომიტეტს. ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნული ფაქტი შეიტანოს მოსწავლეთა დოსიეებში; აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოსწავლეს ევალება სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება( ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ); მომხდარის შესახებ ეცნობება მშობელს; ზარალის ანაზღაურების დაკისრება. აღნიშნული სახდელი მოსწავლეს დაეკისრება სკოლის ან სხვა მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის ან დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისას სკოლაში უნდა იქნას გამოძახებული მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, როგორც ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლი პირი; (ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994, 995, 996 და 998 მუხლებით დადგენილ შემთხვევებში და წესით). სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა. აღნიშნული სახდელი დაეკისრება ქცევის კოდექსის დამრღვევ მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ყველა შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. სახდელის მოქმედების ვადას დაადგენს დისციპლინური კომიტეტი. სახდელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს;მარიამ ელიაშვილი