როდის დაბრუნდება სკოლებში გოგებაშვილის დედა ენა - მინისტრის განმარტება
როდის დაბრუნდება სკოლებში გოგებაშვილის დედა ენა - მინისტრის განმარტება
განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, "დედა ენის" სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწევა, სკოლებში "დედა ენის" იმ სახელმძღვანელოს შეიტანენ, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.

altრატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა



"ზოგადად, "დედა ენის"
საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული, არ არის ერთი ხედვა "დედა ენასთან" დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოხდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ყველა იმ მხარის ჩართვა, რომელიც დაინტერესებულია, რომ "დედა ენა" სასკოლო პროცესში რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ყველა ამ ჯგუფთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ახლა ვფიქრობთ ფორმატზე, რომ რაღაც საბჭოც შეიძლება შევქმნათ, რომელშიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მხარე იყოს ჩართული. ვფიქრობ, როგორც კი ყველა ამ მხარეს შორის შეთანხმება შედგება, სკოლებში "დედა ენის" იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა მიხეილ ბატია

alt ვინ არიან და როგორ განმარტავენ ლექსის "ორი ღორის" ავტორები მათ გარშემო ატეხილ

აჟიოტაჟს და როგორ მოხვდა ეს ლექსი სახელმძღვანელოში?


ტეგები: dedaena დედაენა
3181
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლინდა
0
დიდი მადლობა ბატონო მინისტრო ასეთი კარგი ინიციატივისთვის. დედა ენა ხომ მართლა დედაა ჩვენი. როგორ შეიძლებოდა დედა ენის სკოლებიდან ამოღება.
12:31 / 16-11-2018
მსგავსი სიახლეები
```