სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამად მშობლები შეუძლებელია, რომელიმე სტატიაში ან, თუნდაც წიგნში დაეტიოს ყველაფერი, რაც რეალურად მშობლებმა უნდა იცოდნენ სწავლებისა და აღზრდის შესახებ, არც არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რომ იყო საუკეთესო მშობელი. კვლევებით არც ის არის დადგენილი ზუსტად, რა პროცენტით ახდენს გავლენას მშობელი შვილის აღზრდაზე.
მიზანი ამ სტატიის არის გარკვეული გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის და მცირე რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ მოიქცნენ სიტუაციებში, როცა ზუსტად არ იციან, როგორ იმოქმედონ. რეკომედაციები ეყრდნობა საერთაშორისო ექსპერტთა ნააზრევს, ასევე ადგლობრივ გამოცდილებას (მრგვალი მაგიდა).
თუ თქვენ სკოლის მოსწავლის მშობელი ხართ და გიწევთ თავის ტეხვა პედაგოგისა და სკოლის შერჩევაზე, ასევე არ ენდობით სკოლის ცოდნას, ხარჯავთ დამატებით ფულს რეპეტიტორებში, ამ ყველაფრის მიზეზებზე საიტერესო მოსაზრება აქვს სტივ ჯობსს, რომლიც დასაფიქრებად ღირს: „როცა სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბრობთ, საჭიროა, ამ საკითხს შევხედოთ სხვა კუთხიდან და დავსვათ ასეთი კითხვა: ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სარგებლობენ სკოლის სერვისით, ანუ ვინ არიან „მომხმარებლები“? ზოგადად, რა თქმა უნდა, სკოლის „მომხმარებელი“ არის მთლიანად საზოგადოება, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამად მშობლები. პრობლემა, რაც არსებობს ამ სისტემაში არის ის, რომ უშუალო მომხმარებელნი ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორი ხარისხის სერვისს იღებენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადრება დაუთმონ სკოლას. რა ხდება, როცა მომხმარებელი არ ინტერესდება იმ სერვისის ხარისხით, რომელსაც იღებს? რა თქმა უნდა, მოწოდებული სერვისის ხარისხი თანდათან იკლებს. მინდა გავიხსენო დრო, როცა ჩვენს შტატში მარტო ერთი სატელეფონო კომპანია ოპერირებდა. მათი ოფისის კარზე იყო გამოკრული ბანერი: „ჩვენ არ გვაინტერესებს“. იგივე ხდება დღეს განათლების სისტემაში.“
ვფიქრობ, რომ სკოლიდან შორს ყოფნა უფრო მეტად გულისხმობს არცოდნას იმის, თუ რას ნიშნავს სწორი სწავლება და კარგი სკოლა ჩვენს საუკუნეში.
სკოლის და პედაგოგის შერჩევა
პრობლემა, რასაც პირველ რიგში მოსწავლეთა მშობლები აწყდებიან, ეს არის სწორი სკოლის და პედაგოგის შერჩევა. დღესდღეობით ჩვენთან გადაწაყვეტილებების მიღება ძირითადად ხდება მეგობრის რჩევის ან გარკვეული პიროვნული კავშირების გამოყენებით, ან კიდევ სხვა დეკორატიული ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის „პრესტიჟული სკოლა“ , მაღალი სოციალური სტატუსის მქონე კლასელები და ასე შემდეგ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის ბედნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, თუ რამდენად „პრესტიჟულია“ სკოლა, რამდენად ბევრს იხდით სწავლაში. მიზეზები, რის გამოც მშობლები უშვებენ შეცდომებს, არის, რომ არ არიან გაცნობიერებულნი რას ნიშნავს სწორი სწავლა და კარგი პედაგოგი. კარგი სწავლება ბევრს ჰგონია სიმკაცრე, ბევრი დავალების მიცემა. როგორც ალფი კონი ამბობს: “თუ გინდათ მიიღოთ კარგი სკოლები, მაშინ უნდა დასვათ კითხვები საშინაო დავალებებზე, შეფასებაზე, ტესტირებებზე და ასე შემდეგ”.
მოკლედ გეტყვით, თუ რას ნიშნავს კარგი პედაგოგი. როგორც კანადელი წამყვანი განათლების მკვლევარი ამბობს “კარგ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ორი მთავარი მახასიათებელი: იცოდეს, რას ნიშნავს კარგად სწავლება , და ჰქონდეს უპირობო მზრუნველობა ბავშვების მიმართ.”
მიდით სკოლაში, რომლითაც დაინეტერსებული ხართ და გაესაუბრეთ პედაგოგს, სკოლის ხელმძღვანელს, გაიგეთ მისი ხედვა რამდენად ემთხვევა სწორი სწავლების პრინციპებს, გამომდინარე იქიდან, რომ ხედვა დიდად განსაზღვრავს ქცევას.
წარმატების მიღწევის გზების არასწორი ხედვა
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, ჰქონეს კარგი სამსახური, ოჯახი და ასე შემდეგ. წარმატების მიღწევის ფორმულა უმრავლესობისთვის დაახლოებით ასე გამოიყურება: ასწავლოს კარგ სკოლაში, კარგ უმაღლესში და შემდეგ იშოვის კარგ სამსახურს. როგორც კვლევებით დასტურდება, მსგავსი სწორხაზოვანი მიდგომა ამართლებს ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტში. ამ ფაქტის არცოდნა საფუძველს უდებს უამრავ შცედომას მშობლების მხრიდან აღზრდის პროცეში.
ჩარევა პროფესიის არჩევაში
შემდეგი რეკომანდაცია ეხება აღზრდას. შეცდომა, რასაც ხშირად მშობლები უშვებენ არის ის, რომ ისინი ცდილობენ შვილში განახორციელონ თავისი მიუღწეველი ოცნებები და აქციონ იმად, რაც თვითონ სურდათ ყოფილიყვნენ. ამის მაგალითია იგივე პროფესიის არჩევა შვილისთვს, ან სპორტის იმ სახეობებზე ტარება, რაც თვითონ მოსწონთ. ფსიქოლოგის აზრით, ეს არის განუხორციელებელი იდეა და დიდი ზიანი ადგება ბავშვის ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს, რომ დიდი შეცდომაა, როცა მშობლები შვილებს სთხოვენ, ავტომატურად მოსწონდეთ ის, რაც მათ მოსწონთ. ამის ნაცვალად უმჯობესია დააკვირდნენ და გაიგონ, თუ რა მოსწონთ შვილებს.
ცუდი საქციელის გამართლება
კიდევ ერთი შეცდომა, რაც შეიძლება მშობელმა დაუშვას, არის ის, რომ ეცადოს გაამართლოს შვილის ცუდი საქციელი, დაიხსნას ის რთული სიტუაციიდან, თუდაც, ეჩხუბოს პედაგოგებს ნიშნებზე. ამით ბავშვი სწავლობს იმას, რომ პრობლემების მოგვარება შეიძლება ჩხუბით და მანიპულაციით, ვიდრე პასუხისმგებლობის აღებით.
გადატვირთვა
ბავშვებს აქვთ 12 წელი ბავშვობისთვის, მიეცით მათ საშუალება, იყვნენ ბავშვები.
კიდევ ერთი შეცდომა, რაც სპეციალისტების აზრით, მშობლებს მოსდით, ეს არის ბავშვის გადატვირთვა. ატარებენ მათ სხვადასხვა წრეზე, რეპეტოტორებთან და ასე შემდეგ. ამით მშობლები თავმოყვარეობას იკმაყოფილებენ და თითქოს სხვებს ეუბნებიან: ნახეთ, რა გამორჩეული შვილი მყავს, ანუ მე ვარ კარგი მშობელი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვები ყველა აქტივობაში ეძებენ მხიარულებას, ხოლო მშობლებს კი ყველაფერი კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის სჭირდებათ, რაც არის შეცდომა. როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ, ბავშვისთვის შეიძლება ეს ყველაფერი მოსაწყენი იყოს, რაც იწვევს სტრესს. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოსწავლეებისთვის არსებობს გარკვეული დროის ლიმიტი, რომლის შემდეგაც ისინი ვეღარ ახერხებენ ახლის შესწავლას. იმისთვის, რომ ავიცილოთ ზედმეტი გადატვირთვა, საჭიროა მშობელმა კარგად გაიცნოს თავისი შვილი, მოუსმინოს მას და თუ არ სურს რაიმე წრეზე სიარული, ნუ დააძალებს. იყავით მხარდამჭერები და არა დამძალებლები, ასევე უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშველოვანია თავისუფალი დრო.
ზედმეტი მზრუნველობა
როგორც ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს, “ხშირად მშობლები სიყვარულის სახელით ვშიგნავთ ჩვენს შვილებს”. მშობლები ყოველთვის ბავშვების წინ მიდიან და ცდილობენ აარიდონ ყველანაირი პრობლემა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევში ბავშვები თავს გრძნობენ კომფორტულად, მაგრამ ვერ სწავლობენ, დამოუკიდებლად როგორ გაართვან თავი წინააღმდეგობას, ამიტომ როცა ზრდასრულები გახდებიან, პირველივე წინააღმდეგობაზე განიცდიან მარცხს.
ხშრად აქვთ მშობლებს კითხვა, თუ რა შემთხევაში დაეხმარონ შვილებს. ამაზე მადელინ ლევინი ასე პასხობს: არ გააკეოთ ის, რისი გაკეთებაც ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ (ეს ეხება ასევე საშინაო დავალებას). არ დაეხმაროთ შვილებს ასევე იმაში, რისი გაკეთებაც თითქმის შეუძლიათ.
კიდევ ერთი საყურადღებო რჩევა, რასაც ფსიქოლოგი იძლევა, ეხება უსამართლობას, რომელსაც შესაძლოა ბავშვი აწყდებოდეს სკოლაში – რჩევა ასეთია: მიუხედავდ იმისა, რომ რთულია, დართეთ ნება, განიცადოს საკუთარ თავზე უსამართლობა (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფიზიკური ზეწოლა). ამ ყველაფრით ბავშვები ივითარებენ თავის გართმევის, პრობლემების დამოუკიდაბლად გადაჭრის უნარს. ისწავლეთ ტოლერანტულობა იმ გრძნობასთან, რომ ნახოთ შვილი გაჭირვებაში, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია.
დასჯა და წახალისება
კიდევ ერთი სადისკუსიო საკითხი მშობლებისთვის არის დასჯა- წახლისების თემა. უმრავლესობის აზრით, დასჯით ასწავლიან ბავშვებს, რა არის ცუდი, რა - კარგი. სინამდვილესი ეს ორივე ქცევა, როგორც კიდევ ერთი მკვლევარი ალფი კონი ამბობს, მცდარი მიდგომაა, რადგან დასჯით ბავშვი სწავლობს იმას, რა ქცევა არ მოსწონს მშობელს, არ იწყებს თავისი საქციელის ანალიზს. ასევე მცდარი მიდგომაა გამუდმებული შექება, როცა რაიმე კარგს გააკეთებს.
ბავშვებს რაც სჭირდებათ, ეს არის უპირობო სიყვარული და მიღება. როცა ბავშვი ხვდება, რომ ის პირობით არის მიღებული, ანუ მან უნდა გამოიმუშავოს თქვენი სიყვარული ან კარგი განწყობა, ამის მერე იწყებს საკუთარი თავის და სხვების იგივენაირად პირობით მიღებას. კვლევები აჩვენებს, რომ უპირობო სიყვარულით და მხარდაჭერით აღზრდილი ბავშვები ნაკლებად ეგოისტურები არიან, არიან მეტად მზრუნველები, მეტად რისკიანები მგრძნობიარენი, სოლიდარულები.
ზედმეტი ყურადღება ნიშნებზე
კიდევ ერთი შეცდომა, რაცას მშობლები უშვებენ, არის ის, რომ ბევრ დროს და ძალისხმევას ხარჯავენ ნიშნებზე. ეს წარმატების ვიწრო გაგების შედეგია. განსაკუთრებით ღელავენ იმ საგნებზე, რაშიც მათი შვილები ჩამორჩებიან და არ აქცევენ ყურარებას იმას, რაშიც ძლიერები არიან. ნაკლებად ხვდებიან პედაგოგს, სადაც კარგი ნიშნები ჰყავთ. მადელინე ლევინის თქმით, ეს არის დიდი შეცდომა. შეუძლებელია ადამიანი ყელაფერში თანაბრად ძლიერი იყოს, ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, მეტი ყურარება დაუთმონ ძლიერ მხარეებს და დეხმარონ მათ იპოვონ საკუთარი ნიჭი, ეს არის მშობლის უპირველესი მოვალეობა.
თანატოლებთან ურთიერთობა
გარდატეხის ასაკში ხშირად მოსწავლეები ემოციურად შორდებიან მშობლებს, უნდათ დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა, როცა თქვენაგან დამუკიდებელი ხდებიან, დამოკიდებულები ხდებიან თავიანთ თანატოლზე, რაც არ არის სწორი. ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ, რომ დამოკიდებულნი იყვნენ ისეთ ადამიანზე, ვინც მასზე იზრუნებს. ამიტომ კანადელ ექსპერტ გორდონ ნიუფელდის რჩევა ასეთია: იმისთვის, რომ დაიბრუნოთ შვილი, არ აჩვენოთ მას თქვენი უძლურება პირდაპირ რაიმეს აკრძალვებით, ან მოთხოვნით. ეს არ მუშაობს. ეცადეთ მოზარდს ესაუბროთ ნეიტრალულ თემებზე და დაიბრუნოთ მისი დამოკიდებულება, აჩვენეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად თქვენი მისი მშობელი ხართ და გიყვართ ის.
/სასკოლო კვლევების ცენტრი/